in

ლექცია-მასტერკლასები, რომლებსაც Spotlight-ის სპიკერების გამოსვლების პარალელურად შეგიძლიათ დაესწროთ

7-8 ივნისს, Radisson Blu Iveria სპოტლაითის რამდენიმე ასეულ სტუმარს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი თემაა „გზაზე“. თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და ნეთვორქინგი – ძველი და ახალი პარტნიორები ერთ სივრცეში. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი. სპიკერების გამოსვლების პარალელურად, უკვე არაერთი წელია ტრადიციად იქცა მასტერკლასების სივრცე, მთავარი სცენის პარალელურად. ღონისძიების მიმდინარეობისას, შეგეძლებათ დაესწროთ შემდეგ მასტერკლასებს:

Admixer – პროგრამატიკული რეკლამირების მეგზური

მასტერკლასზე გაეცნობით ციფრული რეკლამის რეალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის ეფექტურ გზებს, Admixer-ის ექსპერტებთან ერთად. ეს მასტერკლასი განკუთვნილია მარკეტერებისთვის, რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს პროგრამატიკული კამპანიების ოპტიმიზაციისთვის.

სესია მოიცავს ოთხ ძირითად ნაწილს: ჩიხები (რთული კატეგორიები), ამკრძალავი ნიშნები (რეგულაციები და შეზღუდვები), მაგისტრალები & შემოვლითი გზები (ეფექტური სტრატეგიები) და My Way (ინდივიდუალური მიდგომები). თითოეული მოდული ფოკუსირებულია რეალურ ქეისებზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე.

მასტერკლასი დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ პროგრამატიკული ეკოსისტემის მუშაობის პრინციპები, შეისწავლოთ დაბრკოლებების გვერდის ავლის ტექნიკები და გააუმჯობესოთ კამპანიების დაგეგმვა-აღსრულების პროცესი.

Galt &Taggart – როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად?

 „ინვესტიციების ABC” , რომელსაც Galt &Taggart -ის ასოცირებული ბროკერი ნიკოლოზ მაზანაშვილი გაუძღვება. ის ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: რატომ არის ინვესტირება სარგებლის მომტანი? რამდენად მარტივია ამჟამად საქართველოში საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დაწყება? როგორ უნდა გახდეთ ცნობილი კომპანიების (მაგ. Tesla, Google, Microsoft და სხვა.) აქციონერი? რომელ საინვესტიციო პროდუქტებში შეგიძლიათ თანხის დაბანდება?

Flowmaster: თანამედროვე მენეჯმენტი და ეფექტური მოლაპარაკება

ეს მასტერკლასი განკუთვნილია თანამედროვე მენეჯერებისთვის, რომლებიც მუდმივ ცვალებად გარემოში ყოველდღიურ გამოწვევებს აწყდებიან. სწავლების პროცესში თქვენ გაეცნობით იმას, თუ როგორ გამოიყენოთ ბუნებრივი, ემოციური და ხელოვნური ინტელექტის კომბინაცია ეფექტური ლიდერობისთვის.

მასტერკლასი ასევე ფოკუსირდება პროაქტიულ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიზნიდან შედეგამდე მიგიყვანთ. ისწავლით, როგორ დაგეგმოთ მოლაპარაკება სწორად, რათა მიაღწიოთ რეალურ შედეგებს მხოლოდ ფორმალური შეთანხმების ნაცვლად.

კურსში შევისწავლით ადაპტირებულ კომუნიკაციის სტრატეგიებს, გავლენისა და დარწმუნების ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ კომანდები და მიაღწიოთ ბიზნეს მიზნებს. მასტერკლასი აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ სავარჯიშოებთან და რეალურ სცენარებთან.

ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.

გენერალური პარტნიორი: Visa

ოქროს სპონსორი: Lexus, ავერსი, Orient Logic

ღონისძიების პარტნიორები: Next, Kärcher, Admixer, Domus Nea, Coinmania, Tbilisi Hills, Flowmaster.

მხარდამჭერები: Lutecia, ლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found, Smartacademy


Spotlight-ის 7-8 ივნისის ღონისძიების განრიგს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

Samsung Bespoke AI — ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი

თიბისი კონცეპტი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ