Mastermind Club — ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული აკადემია, რომელიც სტუდენტებს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების არჩევაში ეხმარება. აქ კი ისეთი უნარების პროფესიულ დაბანდებაზეც აკეთებენ აქცენტს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაეხმარებათ მუდმივ პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებაში.

აკადემიაზე უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელი, ეკატერინე ამაღლობელი მოგვიყვება. მისი თქმით, მისიიდან გამომდინარე, 2022-2023 წლების სტრატეგიის განხორციელებისას აკადემია ეყრდნობა შემდეგ სამ მთავარ ღირებულებას: ხარისხი, ხელმისაწვდომობა, პასუხისმგებლობა.
M: საინტერესოა, რა პრობლემების თუ საჭიროებების ფონზე გაჩნდა MasterMind Club-ის შექმნის იდეა? და ახლა როგორ შეაფასებდით აკადემიის როლს ახალგაზრდების ცხოვრებაში?

სიმართლე გითხრათ, ჩემმა პირადმა გამოცდილებამ იქონია გავლენა. ხშირად ვყიდულობდი ქართულ თუ უცხოურ კურსებს… შეჯამება არაერთგვაროვანი იყო, თუმცა ხშირ შემთხვევაში დანაკლისი მიჩნდებოდა ფინალურ ეტაპზე; მე კი მინდოდა ისეთი კურსების შექმნა, სადაც ამ დანაკლისს შევავსებდი. თანამედროვე გამოწვევებთან ერთად, პანდემიამ ხელი შეუწყო სწრაფ ზრდას.
რა თქმა უნდა, კურსის შერჩევისას პირველ ადგილზე იყო აქტუალური პროფესია, შემდეგ კი უმნიშვნელოვანესი ჩართულობა; ასევე, მოქნილი გრაფიკი — ყველა კურსზე დროებისა და დღეების არჩევაში სტუდენტები იღებენ მონაწილეობას მაქსიმალური დასწრებისთვის. გარდა ამისა, მზადდება ჩანაწერები, მაგრამ დასწრება ერთ- ერთი კრიტერიუმია სტუდენტის სტაჟირებაზე წასვლის პირობებში. ჩვენი გუნდისთვის თითოეული სტუდენტის შთაბეჭდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
M: როგორი სწავლების მეთოდს იყენებთ MasterMind Club-ში?
ცალმხრივი გაკვეთილები ძალიან ტრადიციულია და ბევრად დამღლელიც. რა თქმა უნდა, ლექტორისა და სტუდენტის ერთობლივი აქტივობა, ინტერაქციული მეთოდი ყველა ჩვენი კურსის სახასიათო ნაწილია, რადგან ჩართულობა ხარისხს ამაღლებს. შესაბამისად, პროფესიას, რომელსაც ნულიდან ეუფლები, ძალიან ბევრი კითხვა სდევს თან და დისკუსიაც აუცილებელია.
ჯგუფში მაქსიმუმ 10 სტუდენტია, რაც ადეკვატური დროის გამოთვლის საფუძველზე გადავწყვიტეთ — დრო ისეა გამოყოფილი, რომ ლექტორმა ყველა სტუდენტთან ინდივიდუალურად შეძლოს მუშაობა, მათი შეფასება და უკუკავშირის მიცემაც. თანაც, ონლაინ პლატფორმები, რომლებსაც აკადემია იყენებს, სრულად გვაძლევს დროის სწორად გამოყენებისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალებას.

ყველაზე მეტად გვიხარია ემიგრანტების ჩართულობა, სხვადასხვა ქვეყნიდან გვიერთდებიან და ახალ პროფესიას ეუფლებიან.
M: როგორც ახსენეთ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებზე ხართ ორიენტირებული. ამიტომ, საინტერესოა, რა სახის კურსებს სთავაზობთ მომხმარებლებს? და რა გამოგარჩევთ სხვა მსგავსი ტიპის კომპანიებისგან, რომლებიც ანალოგიურ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს?

Mastermind Club-ში შეგიძლიათ გრაფიკული დიზაინის, UI/UX დიზაინის, ციფრული მარკეტინგის, ინტერიერის დიზაინის შესწავლა; ასევე, ფსიქოლოგიური კურსებიც გვაქვს ეტაპობრივად. მომავლის გეგმებში კი 2 ახალი კურსია— 3D MAX პროგრამირება და Hr მენეჯმენტი.
რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, ალბათ, მთავარ ფაქტორად იმას გავმოვყოფდი, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი — მთელი გულით გვსურს იმ ცოდნის გაზიარება, რასაც კურსზე ეუფლებიან სტუდენტები. შემდგომში კი ამ ცოდნით წარმატების მიღწევაში ვუწყობთ ხელს.
ამიტომაცაა, რომ ყველა კურსზე 1 ადგილი გამოყოფილია სამოტივაციო წერილში გამარჯვებულისთვის, რომელსაც ვუფინანსებთ სწავლას, ვაძლევთ საშუალებას, ხელისშემშლელი ფაქტორები დაივიწყოს და სწავლაზე კონცენტრირდეს; მახსენდება განსაკუთრებული 2 სტუდენტი — პირველი 4 შვილის დედა, რომელმაც კურსის დასრულების შემდეგ მალევე საკუთარი სარეკლამო კომპანია დააარსა; და მეორე, რომელმაც კურსის მსვლელობისას პირველ პროექტზე დაიწყო მუშაობა.
მსგავსი ისტორიები გვაძლიერებს და მოტივაციას გვმატებს.
M: ამ ყველაფერთან ერთად, რას გეგმავთ სამომავლო განვითარებისთვის?
ჩვენი გეგმები თანამედროვე ტენდენციებს ეხმაურება. ყოველთვის ვეცდებით, ის შეთავაზებები გვქონდეს, რაც მაქსიმალურად მოთხოვნადია ბაზარზე. სტრატეგიული მიზნების ეფექტური განხორციელება იქნება გარანტი იმისა, რომ აკადემიამ განაგრძოს წარმატებული გზით სვლა და წინასწარ დაგეგმოს იმ გამოწვევების გადაჭრისა თუ საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, რომლებიც შესაძლოა, სამუშაო პროცესის განმავლობაში წარმოიშვას.

აკადემია განახლებულ სტრატეგიას განახორციელებს მენეჯმენტის ჰიბრიდული მიდგომით და ვეცდებით, სექტემბრიდან ონლაინ სწავლებასთან ერთად ოფისში ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუდენტებს.
[R]










