in

„უსასრულო მატარებელი“ გრავიტაციით დაიმუხტება

მწვანე გარემოს შესაქმნელად უკვე უსასრულო მატარებელი შეიქმნა. ეს გულისხმობს იმას, რომ მას ტვირთის გადატანა, დამუხტვის გარეშე უსასრულოდ შეეძლება. შესაბამისად, დიზელის გამოყენებისა და გამონაბოლქვის პრობლემაც გადაიჭრება…

„უსასრულო მატარებელს აქვს შესაძლებლობა, იყოს მსოფლიოში პირველი ყველაზე ეფექტური ბატარეის ელექტრო ლოკომოტივი. მაგალითად, დაღმართებზე ელექტროენერგიის რეგენერაცია განახლებადი ენერგიის გამომუშავებასა და, შესაბამისად, დამუხტვისთვის საჭირო აღჭურვილობას აღარ საჭიროებს. ეს კი ეფექტური საშუალება ხდება მატარებლებში გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად“, — ამბობს კომპანიის Fortescue-ის აღმასრულებელი დირექტორი ელიზაბეტ გეინსი. 

ელექტრო ბატარეის დასამუხტად, მატარებლისთვის გრავიტაცია, დაღმართის დახრილობა და დამუხრუჭებაც კი საკმარისია. დიახ, საინტერესო პროექტია, თუმცა ჯერ კიდევ მრავალ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მათ შორის — იმუშავებს თუ არა ის უფრო სველ და სწორ ადგილებში? შეძლებს ფართო ბაზარზე გასვლას? რამდენად ეკონომიური იქნება?

ავსტრიული კომპანია Fortescue Future Industries კი მწვანე მიზნებით შთაგონებულ მატარებელთან ერთად, მსოფლიოში პირველი ამიაკის ენერგიაზე მომუშავე გემის, სატვირთო მანქანებისა და მატარებლების გამოშვებაზე მუშაობს. ასევე, ის ყალიბდება, როგორც მთავარი გლობალური მოთამაშე მწვანე წყალბადის წარმოებასა და დისტრიბუციაში. მეტიც, კომპანია ავსტრალიაში ქარხნის მშენებლობას იწყებს, რომლის მიზანიც მსოფლიოში ელექტროლიზატორების წარმოების ამჟამინდელი სიმძლავრის გაორმაგებაა.

Toy Story Hotel-მა შესაძლოა დისნეის Paradise Pier Hotel ჩაანაცვლოს

10 ყველაზე გავრცელებული შეთქმულების თეორია — რას ეფუძნება ისინი?