in

გაცნობის პირველი აპლიკაცია, რომლის იდეაც გარი კრემენს საკუთარი პარტნიორის ძიებისას მოუვიდა

რას აკეთებდნენ გაცნობის აპლიკაციებამდე ადამიანები, რომლებიც „ოჯახის შექმნის მიზნით“ ეძებდნენ პარტნიორს? ეს ამბავი გარი კრემენისთვისაც მნიშვნელოვანი საფიქრალი იყო, თუმცა მეუღლის ძიებამ გაცნობის პირველი ციფრული აპლიკაციის შექმნამდე მიიყვანა. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Match.com-ზე მოგიყვებით.

ჯერ კიდევ ახლო წარსულში, ინტერნეტით პარტნიორის პოვნა ძნელად წარმოსადგენი იყო, ახლა კი საკმაოდ მიღებული გზაა საამისოდ. დღესდღეობით, 59 მლნ ადამიანი არის Match.com-ის ან მისი რომელიმე შვილობილი კომპანიის აქტიური მომხმარებელი, მათ შორის Tinder, OkCupid და PlentyOfFish.

მოდით, პირველი დეითინგ აპლიკაციის უკეთ გასაცნობად 90-იანების დასაწყისში გადავინაცვლოთ, როდესაც სტენფორდის კურსდამთავრებული, 30 წლის გარი კრემენი პარტნიორის პოვნას ცდილობდა. მისი თქმით, იმ მომენტში, სერიოზული ურთიერთობები სურდა, თუმცა სრულიად უცნობი ქალების გაცნობა საკმაოდ დიდი შრომა იყო – მათ ან საგაზეთო რეკლამებში ეძებდა ან დღეში 900 უცხო ნომერზე უნდა დაეწეკა.

იმ დროისათვის, გარი იქომერს კომპანიაში მუშაობდა, როდესაც ქალი მომხმარებლისგან მიიღო ელ.ფოსტა. ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევა იყო, რადგან ინტერნეტმომხმარებელთა მხოლოდ 10% იყო ქალი და კიდევ უფრო ცოტა მათგანი ფლობდა კომპიუტერს. გარის გაუჩნდა იდეა, პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირების ინტერნეტ-საშუალება მოეფიქრებინა.

იფიქრა, კარგი იქნებოდა, თუკი ადამიანებს შეეძლებოდათ საკუთარი ფოტოს დასკანერება და სხვებისთვის წერილებთან ერთად გაგზავნა. თუმცა, რა მოხდებოდა, თუკი სხვადასხვა ადამიანების სურათებისა და შეტყობინებების დაკავშირებას შეძლებდა? გარი კრემენი დაფიქრდა, რომ სარეკლამო ინფორმაცია მოიცავდა ისეთ მონაცემებს, როგორიცაა თარიღები, ავტომობილები, სამუშაო ადგილები და ა.შ. მან $2500-იანი სესხი აიღო და შეიძინა Match.com, autos.com, house.com და jobs.com. 1993 წლის ბოლოს, 76-გვერდიანი ბიზნესგეგმა დაწერა, Electric Classfield Inc-ისთვის. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 20 წლის შემდეგ, გაცნობის მრავალმილიარდიანი ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშე იქნებოდა.

გარიმ გამოკითხა 100-ზე მეტი ქალი, რათა გაეგო, რამდენად გამოიყენებდნენ ისინი მის ონლაინ ბაზას, ხოლო თუ არ გამოიყენებდნენ, სურდა მიზეზები დაეზუსტებინა. ის პირდაპირ ქუჩებში აჩერებდა ქალებს და ეკითხებოდა ამ ყველაფერზე.

ახლა ყველაფერი მართლაც იმდენად განსხვავებულად ხდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ 90-იანების დასაწყისში 900 ნომერზე დარეკვა გასაცნობად, წუთში 2.99 დოლარი ჯდებოდა. ეს საკმაოდ არაეფექტური იყო.

საბოლოოდ, 1995 წელს, $1.7-მილიონიანი ენჯელ ინვესტიციით, ციფრულ სივრცეში Match.com გამოჩნდა. იმ დროისათვის, ინტერნეტზე წვდომა ბევრად ცოტა ადამიანს ჰქონდა, ამიტომ Match.com ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა დინამიკური ვებგვერდის ბმულს, რომელზე შესვლაც ნებისმიერი ბრაუზერით იყო შესაძლებელი. ასევე, აქტიურად აწვდიდა რჩევებს შეხვედრებზე, ურთიერთობებსა და სექსზე. უკვე 1 წლის შემდეგ, პლატფორმას 100,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „რაღაც უნდა გაუშვა და დათმო, იმისთვის რომ ახალი მიიღო“ – მარიამ გუჯაბიძე

ანიმაციური სამყარო, რომლისაც WWF-ს ეშინია