25
Oct
2017

MATE 10 – „ჰუავეის” ახალი სმარტფონი

25 Oct 2017

veon
veon


„ჰუავეიმ” ახალი ფუნქციონალური სმარტფონი გამოუშვა. ეს ბრენდის პირველი ჩიპიანი ტელეფონია, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფისას ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ამისთვის ახალ პრცესორში (Kirin 970) ჩამონტაჟებული აქვს სპეციალური დეტალი.

MATE 10-ს აქვს ავტომატური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე ენის თარგმანს სთავაზობს. საკმარისია, კამერაში უცხოენოვანი ტექსტის დაფიქსირება, რომ ეკრანზე რამდენიმე წამში გამოჩნდება მისი თარგმანი. ამასთან, სმარტფონი აღჭურვილია Leica-ს ორ ობიექტივიანი კამერით, რომელიც აღიქვამს კადრში მოხვედრილ საგნებს და ავტომატურად აყენებს კონკრეტული გადაღებისთვის აუციელებელ პარამეტრებსა და რეჟიმს.

MATE 10-ის კიდევ ერთი განსხვავეული ფუნქცია აპლიკაციის საშუალებით ეკრანის გაყოფის რეჟიმია. ასე შესაძლებელია მომხმარებელმა ეკრანის რანმდენიმე ნაწილი ტელეფონის სხვადასხვა ფუნქციებისთვის გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ახალ სმარტფონს გარედან არ აქვს კანტი. ამიტომ, თავის წინამორბედთან შეარებით, პატარა ზომისაა და უფრო ფართო ეკრანი აქვს. MATE 10-ს აღჭურვულია 64 GB შიდა მეხსიერებისა და 4 GB ოეპრატიული მეხსიერების ბარათით. რაც შეეხება ბატარეას, სრულად დატენვის შემთხვევაში, ტელეფონი 2 დღე არ ჯდება. 

MATE 10-თან ერთად, „ჰუავეიმ”  Mate 10 Pro მოდელიც გამოუშვა, რომელსაც თითქმის იდენტური მახასიათებლები და ფუნქციები აქვს, თუმცა, ოდნავ დიდი ზომისაა.

მუქი ლურჯი, მოვარდისფრო ოქროსფერი, ნაცრისფერი და ყავისფერი MATE 10 ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში 825$ ეღირება.

Mate 10 Pro-ს ფასი 1000$ იქნება და ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გარდა, ევროპაშიც გაიყიდება. „ჰაუავეი“ მომხმარებლებს 1,646 დოლარად კიდევ ერთ მოდელ, Mate 10 Porsche Design-ს სთავაზობს, რომელსაც Mate 10 და Mate 10 Pro-სგან განსხვავებით, თითის ანაბეჭდის სენსორი აქვს.

განხილვა