25
May
2017

მათემატიკა, როგორც ნაადრევი ქორწინების თავიდან აცილების საშუალება, პერუს სკოლებში

25 May 2017

Elit Electronics


სტატისტიკურად, პერუში, ყოველი 100 თინეიჯერიდან 15 უკვე დედაა და მათი ასაკი 16 წელს არ აღემატება. ამ არცთუ ისე სახარბიელო მაჩვენებლის მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ინფორმაციისა და შესაბამისი განათლების ნაკლებობაა. ისეთ კონსერვატიულ ქვეყანაში, როგორიც პერუა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სკოლებში სექსუალური განათლების რეფორმის შემოღება უბრალოდ წარმოუდგენელია. მიუხედავად რთული პირობებისა, ორგანიზაცია Save the Children-მა გამოსავალს მათემატიკაში მიაგნო. ორგანიზაციამ, სასწავლო წიგნების გამომცემლებთან ერთად, მათემატიკურ ამოცანებში საზამთრო, ვაშლი თუ სხვა ხილი ბავშვის პამპერსით, საჭმლის ბოთლით და იმ აქსესუარებით ჩაანაცვლა, რაც დედას ჩვილის მოვლისთვის სჭირდება. სკოლებში, მასწავლებლების დახმარებით, ბავშვებისთვის ამ ამოცანების ამოხსნა უკვე იმდენად გაადვილდა, რომ სპეციალური გაკვეთილები სულაც არ არის საჭირო.

 

განხილვა