in

მათე აბესაძე – #პირველისამსახური

mathe abesadze
მათე აბესაძე

მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ნიკოლოზ მარკოზაშვილმა ESM-ის სამ სტუდენტს გაგვიწია რეკომენდაცია, რომ “ს.ს. მეგობრების მარანს” მართვის სისტემის აწყობაში დავხმარებოდით. ეს მარანი სპეციალურად კონკრეტული სამეგობრო წრისთვის შეიქმნა. საქმიანობა იმდენად საინტერესო იყო, რომ გამიჩნდა იდეა, გადამექცია ჰობი ბიზნესად. ბუნებრივია, იყო დაბრკოლებები, თანაც ყოველ ნაბიჯზე. რაღაც მომენტში არჩევანის წინაშეც დავდექი: არ მეთქვა უარი ოცნებაზე და გამერისკა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, მივაღწევდი თუ არა მიზანს, თუ წამოვსულიყავი და სხვა რაღაც მეკეთებინა?! მე გავაკეთე არჩევანი. საქმეში მეგობრები ჩავრთე, ყველაფერს ჩვენ ხელით ვქმნიდით, ფაქტობრივად, არ გვყავდა უფროსი რაც იყო კიდეც ყველაზე დიდი გამოწვევა.
მათე აბესაძე – “იკანოს” დირექტორი.

 

mathe abesadze2

mathe abesadze3mathe abesadze4

ჰონდურასი თავად სიყვარულია – ტურისტული რეკლამის მასტერკლასი 4am Saatchi & Saatchi-სგან

თაკო როდონაია – #პირველისამსახური