in

მატილდა გვარლიანი REDValentino-ს სადღესასწაულო კოლექციის სახე გახდა

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი იტალიური მოდის სახლის, Valentino-ს ერთ-ერთი ხაზის, RedValentino-ს სახე გახდა. თუკი მის ინსტაგრამს თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ ის გარკვეული პერიოდით იტალიაში იმყოფებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ვიზიტი, სწორედ ვალენტინოს გადაღებებს ეხებოდა. 2003 წელს შექმნილმა ხაზმა, RedValentino-მ მას სადღესასწაულო სამოსი მოარგო.

17 წლის მოდელისთვის ეს კიდევ ერთი წარმატებაა საკუთარ სამოდელო კარიერაში. მან ამ სფეროში ფეხი ჯერ კიდევ 15 წლისამ, 2018 წელს შედგა და თბილისის Mercedes Benz კვირეულზე გამოვიდა. იგი მალევე გახდა პოპულარული, თავისი Baby Face-ის (ასე ეძახიან მსგავს სახეს სამოდელო ბიზნესში) გამო. დღემდე ის 3 წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი).

ქართული აპლიკაცია „თრაისი“ – მრავალენოვანი ჩატი მყისიერი თარგმნის ფუნქციით

„არომაკოს“ არომა მარკეტინგი – კომპანია, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შექმნილ არომატებს გთავაზობთ