in

Matrix Desire – ტვინით მართვადი კონტროლის სისტემა

ATeach ფესტივალზე იყო კითხვა, როგორ გაერთობა ხალხი მომავალში, დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით? აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ მომავალში აქტიური იქნებოდა გონებრივი შესაძლებლობები, იქნებოდა დიდი კონკურენცია და აზარტი აჯობონ სხვებს, გონებრივი შესაძლებლობებით. გვინდოდა გაგვეკეთებინა აზროვნების ვიზუალიზაციის ერთერთი გამოხატულება და პირდაპირ ტვინიდან მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეხადა საინტერესო, სხვასთან დაპირისპირებაც. ბევრი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა თამაში, სადაც გაერთობოდნენ და თან გონებით შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ახლა ვაპირებთ ეს ყველაფერი დავუკავშიროთ VR-სათვალეებს და ადამიანებმა შეძლონ მატერიალური სამყაროს დავიწყება და გადავიდნენ ვირტუალურ სამყაროში სადაც ყველა თანაბარია. ეს მიმართულება ვითარდება და მინიმუმ მომავალი ათწლეულის მანძილზე, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად სახელდება და VR-ის კონტროლერის ცვლილება მოახდენს ყველაზე დიდ განვითარებას VR-ის ინდუსტრიაში, მომავლის პროგნოზების გათვალისწინებით.

Matrix Desire იქნება ტვინით მართვადი კონტროლის სისტემა, რომელსაც VR-ის სათვალეებისთვის გავაკეთებთ, პირველ ეტაპზე. ეს პროდუქტი დაეხმარება მომხმარებელს ტვინით მართოს ვირტუალური სამყარო და მთლიანად მოწყდეს მატერიალურს. ასევე, ეს პროდუქტი იქნება პირველი მოწყობილობა, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებზე.

Matrix Desire-ისა და VR-სათვალეების კოლაბორაციით, მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურად რეალისტურ გამოცდილებას, თამაშის დროს. მას არ მოუწევს მატერიალურ სამყაროსთან კონტაქტი და თამაშს მხოლოდ გონების დახმარებით შეძლებს.

Matrix Desire-ის გუნდში ვართ 4 წევრი: ზვიად ბიბილაშვილი (თანადამფუძნებელი Chief Research & Development Officer, ნეირომეცნიერი), დემეტრე ჩალიგავა(Chief Executive Officer, hardware engineering head), ალექსანდრე თექთუმანიძე (Chief Technical Officer, software engineering) და გიორგი გოგოჭური (Chief financial Officer). ერთად მუშაობა, 4 წლის წინ დავიწყეთ, სხვადასხვა პროექტზე (კერძოდ 1. სიზმრების მართვის სათვაალე და 2. ტვინით მართვადი ხელის/ფეხის პროთეზზე). BCI-მოწყობილობებთან სწორედ მაშინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, ვატარებდით კვლევებს, ხოლო დაახლოებით 2 წლის წინ, ტვინით მართვად კონტროლერზე მუშაობას შევუდექით.

ჩავატარეთ კვლევა მოტორულ და პრემოტორულ ზონებზე, რომლის შედეგადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს უბნები სხვადასხვა მოქმედების შესასრულებლად, როდესაც ჩვენი კონკურენტი კომპანიები მხედველობის უბნებზე არიან ორიენტირებულები.

უკვე 2 წელია, ამ პროექტზე ვმუშაობთ, საკუთარი რესურსებით და მცირე დაფინანსებით. რაც მსგავსი პერსპექტივის მქონე პროდუქტისთვის არასაკმარისია და გადავწყვიტეთ, გრანტებისა და დაფინანსებების ნაცვლად, კომპანიაში პარტნიორი დაგვემატებინა, რომლისგანაც მივიღებდით არამხოლოდ მატერიალურს, არამედ ინტელექტუალურ რესურსებსაც.

კომპანიაში შემოვიდა მატერიალური რესურსები – 50 000 ლარის სახით. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელობანი იყო ის ფაქტი, რომ ხუთივე ინვესტორმა გამოიჩინა ინტერესი ჩვენი პრექტის მიმართ და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

საწტის ეტაპზე, იგეგმება MVP-ის დახვეწა, ხოლო შემდეგ, სარეალიზაციო პროდუქტის შექმნა.

ზვიად ბიბილაშვილი – იდეის თანაავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

„მერიელის“ აქსესუარები და ბარათები, მოტივაციის, კეთილი სურვილებისა და დადებითი ემოციების გაზიარებისთვის შეიქმნა

Spotify TikTok-ის მსგავს ვერტიკალური ვიდეოს ფუნქციას ტესტავს