14
Jul
2015

Matsuko-Roid, რობოტი, რომელსაც შეუძლია ადამიანის ჩანაცვლება?

14 Jul 2015

ეს არსება, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება შეგეშალოთ  ადამიანში, კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღის მთავარი მოვლენა გახდა. დაუჯერებელია, მაგრამ ის ადამიანი არ არის!

matsuko-roid

Matsuko-Roid შეიქმნა 2014 წლის დეკემბერში, სარობოტო ინჟინერიაში წამყვანი ექსპერტის, პროფესორ იშიგუროს ხელმძღვანელობით. რობოტი იაპონიაში ცნობილი ტელეწამყვანის (ნომერ პირველ მამაკაც “სელებრითად აღიარებული”) მაცუკო დელუქსის ანალოგიით არის შექმნილი. უახლესი ტექნოლოგიების მეშვებობით Matsuko-Roid-ის კანი ზედმიწევნით გავს ადამიანისას. ინჟინრებმა ტელეწამყვანის ათასობით მიმიკა შეისწავლეს, იმისთვის რომ მისი ანალოგი ანდროიდი მაქსიმალურად დაემსგავსებინათ მისთვის და დეტალებამდე ზუსტად გაემეორებინა მისი მოძრაობები და ჟესტიკულაცია.

Matsuko-Roid-ს, ისევე როგორც ადამიანებს,  შესწვს უნარი საუბრისას თვალებში უყუროს მის რესპოდენტს.

Matsuko-Roid მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელსაც იაპონიაში ყოველკვირეულად მიყავს სატელევიზიო გადაცემა.

როგორც მისი შექმნელები საუბრობენ, ის სელებრითების მშვენიერი ჩანაცვლებაა, რადგან მათგან განსხვავებით ყოველთვის ცალია, როცა საქმე მოითხოვს, ზუსტად იმას ამბობს, რაზეც დააპროგრამებენ, არ აქვს ვარკსვლავური პრეტენზიები და არც მაღალ ჰონორარს ითხოვს.

მათი აზრით ანდროიდები ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს ქმნის სარეკლამო სააგენტოებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორ იშიგუროს საკუთარი ანდროიდიც ყავს, რომელიც მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის პირობებში მასზე უკეთ ართმევს თავს სტუდენტებთან ლექციების ჩატარებას. .

პროფესორ იშიგუროს თქმით, ტელევიზია და რეკლამა, ეს ორივე ადგილი ადამიანის თვითგამოხატვის მედიუმებია. ანდროიდებს, რომლებსაც უნარი შესწევთ დაიჭირონ და გაიმეორონ ადამიანის ემოციები, პოტენციალი აქვთ გახდნენ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. მათ შეუძლიათ ინოფმრაციის გადაცემა, ისევე როგორც ადამიანებს და ამით ადამიანის ანალოგს წარმოადგენენ. მისი აზრით, მოვა დრო, როდესაც ანდროიდები ადამიანების ნაცვლად იმუშავებენ. “სრულიად ახალი ტელევიზია, ახალი რეკლამა და სრულიად განსხვავებული მომავალი გველოდება წინ.” – აცხადებს “არაამქვეყნიური” პროფესორი იშიგურო.

ავტორი: ნათია გოგია



განხილვა