in

Mattel-ის სამაგიდო თამაშების 80% დალტონიკებზე მორგებული გახდება

Mattel-მა გადაწყვიტა, თავისი ფერადი სამაგიდო თამაშები, როგორიცაა Uno, დალტონიზმის მქონე მოთამაშეებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს. სათამაშოების მწარმოებელმა გამოაცხადა, რომ მისი გლობალური თამაშების პორტფელის 80% წლის ბოლომდე ამ მხრივ ხელმისაწვდომი გახდება; ხოლო 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 90-მდე მიაღწევს.

BOG
BOG

Uno-ს შემთხვევაში, ბარათებზე, ფერებისა და რიცხვების გარდა, სხვადასხვა სიმბოლო იქნება დატანილი: კვადრატი ლურჯს აღნიშნავს, წრე — წითელს, ალმასი — ყვითელს; სამკუთხედი — მწვანეს. ასე მოთამაშეები შეძლებენ, ფერის აღქმის გარეშე შეძლონ ბარათების გარჩევა. ხოლო Blokus-ს, სტრატეგიულ სამაგიდო თამაშს, დაემატება შაბლონები, რათა თამაშის ფერადი ნაწილები განასხვაონ.

„ვამაყობთ, რომ ჩვენი თამაშების მეშვეობით ადამიანების გაერთიანებს ვაგრძელებთ. ენებსა და კულტურებს შორის არსებულ საზღვრებს ვარღვევთ. დალტონიზმის მქონე ადამიანებისთვის თამაშების ხელმისაწვდომობა ინკლუზიურობის მიმართულებით უფრო გვავითარებს. ასე უნივერსალური პროდუქტების შემქმნელად ვიქცევით“, — განაცხადა Mattel-ის გლობალურმა ხელმძღვანელმა, რეი ადლერმა.

საგულისხმოა, რომ ინიციატივის განსახორციელებლად ბრენდი ColorADD-თან პარტნიორობდა. ეს უკანასკნელი ონლაინ და ფიზიკურ კვლევებს ატარებს, რათა დიზაინგადაწყვეტილებები დალტონიზმის მქონე ადამიანებს შეუსაბამონ.

კლივლენდის კლინიკის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი განიცდის დალტონიზმს. შესაბამისად, Mattel-ის ეს ნაბიჯი უამრავი ადამიანის „სათამაშო რეალობას“ შეცვლის.

საქართველოს ნაკრების ზღაპრული მოგზაურობა — ღირსეული დებიუტი Euro 2024-ზე

რეკლამირებაში 4 ახალი წესი გაჩნდა!