in

Mattel-მა უსინათლო და დაუნის სინდრომის მქონე თოჯინები გამოუშვა!

Barbie-ის Dreamhouse სულ უფრო საოცნებო და მრავალფეროვანი ხდება… Barbie Fashionistas ხაზს ორი ახალი წევრი ჰყავს, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევს — მხედველობა დაქვეითებული Barbie და დაუნის სინდრომის მქონე Black Barbie. ასე კი სურთ, მეტ ბავშვს მისცენ შესაძლებლობა, თამაშების დროს საკუთარი თავი წარმოიდგინონ. 

უპირველესად, მოდით, ახალ მხედველობა დაქვეითებულ ბარბზე ვისაუბროთ, რომელიც Mattel-მა AFB-სთან (American Foundation for the Blind) გაერთიანების შედეგად შექმნა. მათ სურდათ, ყველა დეტალი შეენარჩუნებინათ, თოჯინის მზერიდან დაწყებული შეფუთვამდე, რათა რეზონანსული ყოფილიყო უსინათლო თუ დაბალი მხედველობის მქონე პირებისთვის.

საინტერესოა, რომ პერსონაჟს თეთრ და წითელ ფერებში არსებული ხელჯოხი მოჰყვება, მარშმელოუს წვერით, რომელიც საკმაოდ მოდურია. ფუნქციური მზის სათვალეც ახლავს, რომელიც მას სინათლის მგრძნობელობისგან იცავს. ამასთან, ტანსაცმელიც იმ მასალებისგან შექმნეს, რომლებიც უკვე გამოცდილია უსინათლო ბავშვებში, რათა მათთვის დამაკმაყოფილებელი თამაშის გამოცდილება უზრუნველჰყოთ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Mattel-ს თოჯინა მეტად ხელმისაწვდომი რომ გაეხადა, შეფუთვას ბრაილის შრიფტიც დაამატა!

რაც შეეხება მეორე პერსონაჟს, აშკარაა, რომ გასული წლის წარმატება დაედო საფუძვლად, როცა პირველი დაუნის სინდრომის მქონე ბარბი შექმნეს, ახლა კი კვლავ National Down Syndrome Society-სთან (NDSS) გაააგრძელეს თანამშრომლობა, რათა მისი ფერადკანიანი მეგობარიც წარმოედგინათ ჩვენთვის. ეს გამოცემა დაუნის სინდრომის მქონე საზოგადოების მრავალფეროვნებას ასახავს, ისეთი დეტალებით, როგორებიცაა ტალღოვანი თმა, ლურჯი და ყვითელი ფერთა პალიტრა, რომლებიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მის ჩაცმულბაშიც კი იკითხება 21-ე ქრომოსომა სამი ისრით, რომლებიც კაბაზე გამოსახულ გულშია ჩახატული: 

შევამჩნიეთ, რომ Barbie თოჯინაზე მეტია, თვითგამოხატვას ემსახურება და კუთვნილების გრძნობაც შეუძლია, შექმნას. ჩვენ ამაყად წარმოგიდგენთ ახალ მხედველობა დაქვეითებულ ბარბს და ფერადკანიან თოჯინას დაუნის სინდრომით Barbie Fashionistas-ის ხაზში. ვრჩებით ისეთი პროდუქტების შექმნის ერთგულნი, რომლებიც თოჯინებში ინკლუზიურობას ემსახურება, — აცხადებს კრისტა ბერგერი, Barbie-ის ვიცე-პრეზიდენტი.


აღსანიშნავია, რომ ახლა Barbie Fashionistas-ის ხაზი 175 თოჯინისგან შედგება, რომლებიც განსხვავებულ ეთნოსს, შესაძლებლობასა თუ სხეულის ფორმას წარმოადგენს. აქ სჯერათ, რომ საკუთარი თავის სხვების ადგილზე წარმოდგენით, ბავშვებს სოციალური ინტელექტი განუვითარდებათ…

რაც შეეხება უშუალოდ ახალ ბარბებს, ისინი უკვე ხელმისაწვდომია და 10.99$ ღირს. უსინათლო თოჯინის ყიდვას ამ ბმულზე, ხოლო დაუნის სინდრომის მქონე ფერადკანიანი ბარბის ყიდვას აქედან შეძლებთ.

„ნეოგაზის” საზაფხულო აქცია ავტომფლობელებისთვის

ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა თიბისი კონცეპტში