in

Mattel-მა ასტრაზენეკას ვაქცინის შემქმნელის ბარბი გამოუშვა!

თოჯინა კიდევ ხუთ მეცნიერ ქალს მიეძღვნა

ბრიტანელ ვაქცინოლოგ სარა გილბერტს ახალი ჯილდო აქვს – ეს არის ბარბის თოჯინა, რომელიც მისი ფიგურის მიხედვითაა შექმნილი!

სწორედ სარამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა შეიტანა დიდი წვლილი ასტრაზენეკას ვაქცინის შემუშავებაში. მას გასულ თვეში მამაცი და კეთილშობილი ქალის წოდება მიენიჭა. ახლა კი თავის პროფესიულ გარდერობსა და სათვალეებს ახალ Mattel Inc.-ის თოჯინას უზიარებს.

მართალია, პროფესორს თავდაპირველად უჩვეულოდ მოეჩვენა ასეთი თოჯინის შექმნა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს ერთგვარად მამოტივირებელი იქნება სხვა ქალებისთვის – განაგრძონ კარიერა მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (STEM). “ვიმედოვნებ, ბავშვები, რომლებიც ჩემი ბარბის თოჯინას ნახავენ, მიხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერული კარიერა, რათა მათ გარშემო არსებულ სამყაროს დაეხმარონ. მსურს, თოჯინამ ბავშვებს ისეთი კარიერის შესახებ ამცნოს, რომლის შესახებაც არაფერი იციან” -ამბობს სარა.

აღსანიშნავია, რომ გილბერტთან ერთად, კიდევ ექვსმა დამსახურებულმა ქალბატონმა მიიღო ბარბი. სათამაშოების შემქმნელების თქმით, ხუთი სხვა ჯილდოს მფლობელები Covid-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მისაბაძი პირები არიან – მათ შორის, აშშ-ს ჯანდაცვის პროფესიონალები დოქტორი ოდრი სუ კრუსი და სასწრაფო დახმარების ექთანი ემი ო’სალივანი, კანადელი ექიმი და სისტემური რასიზმის დამცველი ჯანდაცვაში ჩიკა სტეისი ორივა.

“ბარბი ხაზს უსვამს იმას, რომ წინა ხაზის ყველა თანამშრომელმა უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმისათვის, რომ მათი ძალისხმევა ნათელი იყოს, მათ ისტორიებს ვაზიარებთ” – აღნიშნა ლიზა მაკნაიტმა, Mattel-ის Barbie & Dolls-ის გლობალურმა ხელმძღვანელმა.

STEM Women-ის თანახმად, რომელიც აღნიშნულ სფეროებში ქალთა რაოდენობის გაზრდას ეძღვნება, წელს STEM სტუდენტების ქალთა წილი მხოლოდ 35%-ია.

OPEN CULTURE – ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის საპილოტე ღონისძიება

WhatsApp-ში გაგზავნილი ფოტოები ერთხელ ნახვის შემდეგ გაქრება