11
Feb
2020

„ოსკარის“ მიღებამდე 8 წლით ადრე, მეთიუ ჩერი Twitter-ზე წერდა, რომ ერთ დღესაც, ის ამას დაიმსახურებდა

11 Feb 2020

შეიძლება, ყოყოჩობად მოგეჩვენოთ, როცა რეჟისორმა, მეთიუ ჩერიმ – ყოფილმა ფეხბურთელმა, რამდენიმე მუსიკალური ვიდეოსა და დაბალბიუჯეტიანი ინდი ფილმების ავტორმა – მსოფლიოს რომ უთხრა, ერთ დღესაც, აკადემიის პრიზზე იქნებოდა ნომინირებული.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს 2012 წელს იყო.

2016-ში, მან ტვიტერზე კვლავ მედიდური პროგნოზი გააკეთა. ფოტო დადო აღწერით: „რომელიმე 3D არტისტი გამომყვება? Oscar-ის დონის მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა მაქვს. შემეხმიანეთ“.

2020 წლის ოსკარების დაჯილდოებიდან, ჩერი ტვიტერზე ორი სიტყვით დაბრუნდა:  რაც იმას ნიშნავდა, რომ მან პროგნოზი შესანიშნავად გაამართლა.

მისი წინასწარმეტყველებიდან 8 წლის შემდეგ, ჩერიმ ანიმაციური ფილმისთვის “Hair Love“ ოსკარი დაიმსახურა. ანიმაციური ფილმი აფრო-ამერიკელი მამა-შვილის გამოცდილებაზეა, როდესაც მამა ცდილობს გოგოს თმა დავარცხნოს, სანამ დედა საავადმყოფოშია.

რეჟისორმა ჯილდოს მიღება შესაძლებლობად გამოიყენა და იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანაში თმის ვარცხნილობისა და კანის ფერის გამო დისკრიმინაცია ჰქვია. „ჩვენ გვინდა, შავი თმა იყოს ნორმალური“, – თქვა მან პოდიუმზე დგომისას.

გადავწყვიტეთ, ის სამი მთავარი სტრატეგია გაგვეზიარებინა, რამაც ჩერი მასშტაბურ გამარჯვებამდე მიიყვანა:

საკუთარი ჩანაფიქრების მკაფიო და ხმამაღალი განცხადება 

ჩვენი მისწრაფებების ხმამაღლა გაცხადებას ძალიან დიდი ძალა აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც დიდისთვის ვემზადებით.

ამის კარგი მაგალითია კიმ ჩემბერსი. მოცურავე ახალი ზელანდიიან, რომელმაც 30 წლის ასაკში ისეთი დაზიანება მიიღო, რომ ეუბნებოდნენ, დახმარების გარეშე, ვეღარასდროს გაივლიდა.

რეაბილიტაციის პროცესში, მან ცურვა დაიწყო. და ისტორიაში მესამე ქალი გახდა, ვინც Oceans Seven-ის მარათონში გაიმარჯვა. ჩემბერსი ყველა გამოსვლის წინ საჯარო განცხადებას აკეთებდა და ბოლოს მან თქვა: „ეს რაღაც შეუფასებელია… ადამიანებისთვის ამის გაზიარება ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო“.

ამიტომ, თქვით, რაც შეიძლება ხმამაღლა ის, რაც გინდათ, რომ გააკეთოთ. ნუ გეშინიათ. სწორედ ეს ხმა მოგცემთ ბიძგს, რომ მიზანს ბოლომდე მისდიოთ.

საზიზღარი პირველი მონახაზი

ჩერის ფოტო ნამდვილად არ იყო იმ სილამაზესთან ახლოს, რასაც მან, საბოლოოდ, ანიმაციაში მიაღწია. ის რისკზე წავიდა, საკუთარი იდეა სააშკარაოზე გამოეტანა და ამ სიმამაცისთვის, მან ძალიან დიდი ჯილდოც დაიმსახურა.

ნოველისტი, ანე ლამოტი პირველი მონახაზის საზიზღარობის ღირებულებას ხსნის. ეს ყველა კარგი მწერლის თანმდევია.

საქმის ყველაზე ცუდი შესაძლო იდეით დაწყება, პირიქით, შანსია, გამჯდარი აზროვნების პროცესი დაანგრიო და უეცრად, მისგან გათავისუფლდე. ასე ამბობს სტეფან მორი. ესაა გზა, რომ საკუთარ თავს აჯობო – ანუ, დაიწყო.

თვითრწმენა

თვითრწმენა წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინგრედიენტია. მწერალი დარიუს ფორუქსი წერს: „მოდი გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ, რომ თქვენ ცოტათი თავის მოტყუება გიწევთ, რომ დაიჯეროთ, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევთ“.

ჰენრი ფორდი კი ამბობდა: „მნიშვნელობა არ აქვს, შენ რას ფიქრობ, რაღაც შეგიძლია, თუ არა. ორივე შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ შენ მართალი იყო“.

ჩერი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო იმის მიღწევა, რაც ძალიან უნდოდა და აასრულა კიდეც ის, რასაც პირველ რიგში, საკუთარ თავს დაჰპირდა.

წყარო: Medium



განხილვა