პირველად საქართველოში, Global Personal Development-ის მოწვევით ავსტრიელი საერთაშორისო ტრენერი,ტრენერობის 12 წლიანი გამოცდილებით. MATTIAS HABERL-ი საქართველოს 1-2-3 მაისს ესტუმრება.
კონფლიქტები ინტეგრალური ნაწილია ჩვენი პირადი და პროფესიული ცხოვრების. ხშირად, წამყვან როლს თამაშობს გარკვეულ პროცესებში და ასევე ხშირ შემთხვევაში მათთან გამკლავება განსაზღვრავს პროცესის შემდგომ განვითარებასა და შედეგს. განსაკუთრებით კომპლექსურ სემინარებში შეგვიძლია ნათლად დავინახოთ კონფლიქტების სახესხვაობები და ტრენერის ხელოვნება, დაუშვას კონსტრუქციული და სასარგებლო კონფლიქტები, საჭიროების შემთხვევაში თავიდან აიცილოს და ცალკეულ შემთხვევაში უბიძგოს კიდეც ისეთი სიტუაციისკენ რომელთა გადალახვაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. კონფლიქტი ერთგვარი გამოწვევა და შანსია იმისა რომ, გავლენა ვიქონიოთ დინამიკაზე ჯგუფში და თუკი გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები და ავთენტური მეთოდები მათთან გასამკლავებლად. ტრენინგის ხარისხი იზრდება და მსმენელს უვითარდება ლიდერის უნარები.
ტრეინინგზე როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად იქნება განხილული კონფლიქტების მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდები. მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და დამსახურებებს ამ სფეროში. თეორიული ნაწილი ძირითადად ემყარება დასავლელი მკვლევარების მეთოდიკას (მაგ.: Friedrich Glasl, Ruth Cohn, Friedemann Schulz von Thun, Marshall Rosenberg, …). მათი მიდგომა ემყარება კონფლიქტებთან გამკლავებას მშვიდობიანი კომუნიკაციით (NONVIOLENTAL COMMUNICATION METHOD) მედიაციითა და მსგავსი მეთოდებით. პრაქტიკული ნაწილი კი მონაწილეებსა და მათ გამოცდილებას დაეყრდნობა.
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 1,2,3 მაისი 2014 წელი
ტრენინგის ჩატარების ადგილი: Holiday Inn
ჯგუფის მოცულობა: 25 მსმენელი
ღირებულება: 750 ლარი
20 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში თანხა შეადგენს 650 ლარს.
პარტნიორები: Marketer.ge, LIG STUDIO
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 1000 40 ; [email protected]