in

Maui Jim – ინოვაციური ხედვა ახლა უკვე Afflelou Paris-ში

საერთაშორისო ოპტიკის ინდუსტრიაში, სადაც ტექნოლოგიური ინოვაცია, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ვიზუალური ესთეტიკა ერთმანეთს ეჯახება, Maui Jim ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელიც ამ სამ მახასიათებელს ჰარმონიულად აერთიანებს.

Afflelou Paris, რომელიც უკვე მეოთხე წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში პოზიციონირებულია როგორც ერთ-ერთი ლიდერი, განაგრძობს პარტნიორობას გლობალურ გიგანტებთან – მათ შორის Kering, Luxottica და Thélios. ამჯერად კი, სწორედ Kering-ის პორტფოლიოდან წარმოგიდგენთ ახალ ბრენდს: Maui Jim.

დაფუძნებული 1987 წელს ჰავაის სანაპიროზე, Maui Jim-ის ფილოსოფია თავიდანვე სცდებოდა უბრალოდ მზისგან დაცვას. ბრენდის ხედვა იმთავითვე მიმართული იყო მომხმარებლისთვის სამყაროს ახალი პერსპექტივით დანახვაზე — ნათლად, მკვეთრად და ცოცხლად.

ამ მისიის ბირთვშია PolarizedPlus2® ტექნოლოგია — ინოვაცია, რომელიც ამცირებს ანარეკლს, ამდიდრებს ფერთა პალიტრას და ამავდროულად 100%-ით იცავს თვალს UV სხივებისგან და HEV ლურჯი შუქისგან.

Maui Jim-ის  უნიკალური ტექნოლოგია აქ არ მთავრდება.

ბრენდისთვის  პრიორიტეტია ხარისხისა და დიზაინის სრულყოფილი ბალანსი:

– ულტრათხელი, მსუბუქი ლინზები,
– ანტირეფლექსური საფარი,
– წყლისა და ზეთისადმი მდგრადობა,
– და რაც მთავარია — იტალიაში წარმოებული უმაღლესი ხარისხის მასალები.

სპეციალურად სხვადასხვა საჭიროებისთვის შექმნილი ლინზები:

  • Neutral Grey – მაქსიმალური დაცვა ყველაზე მზიან პირობებში, ფერთა ბუნებრივი აღქმით.
  • Maui Rose – კონტრასტი ცვალებად ამინდში, იდეალურია სპორტისთვის.
  • HCL Bronze – რბილი ბრინჯაოსფერი ტონი ყოველდღიური გამოყენებისთვის.
  • Maui HT (High Transmission) – სივრცის უკეთესი აღქმა დაბალი განათების პირობებში.

ეს მრავალფეროვნება ბრენდს აქცევს ლაიფსთაილ არჩევანად იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აფასებენ როგორც ფუნქციურობას, ისე ესთეტიკას. იქნება ეს გოლფი, პადელი, ზღვის სპორტი, მოგზაურობა თუ ქალაქში, მზიან ქუჩებზე სეირნობა –  Maui Jim გთავაზობთ ხედვას, რომელიც აღემატება მოლოდინს.

ისევე როგორც Red Bull-თან პარტნიორობა ადასტურებს ბრენდის საიმედოობას ექსტრემალურ პირობებში, Afflelou Paris-ში მისი გამოჩენა საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს ინოვაციისა და გლობალური დონის ოპტიკის შეთავაზების ახალ ეტაპს.

Afflelou Paris – მისამართებია:

საბურთალოს სითი მოლი
გალერია თბილისი
ა. პუშკინის ქ. 11
ბათუმი, გრანდ მოლი
GPC-ის აფთიაქები

ხოლო Maui Jim-ის პრემიუმ კლასის მზის სათვალეების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ საბურთალოს სითი მოლისა და გალერია თბილისის ფილიალებში.

[პარტნიორის კონტენტი]

Serwish.ge – გლობალური მომსახურების ჰაბი და თქვენი მარკეტინგული იარაღი საშხაპე მინების გაყიდვების ზრდისთვის

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები