in

ადამიანი, რომელმაც ბუდელის კუნძულზე 32 წელი მარტომ გაატარა, საცხოვრებელს ტოვებს

მას იტალიელ რობინზონ კრუზოსაც კი უწოდბენე…

veon
veon

81 წლის იტალიელმა მამაკაცმა მაურო მორანდიმ, რომელსაც რობინზონ კრუზოსაც უწოდებენ, ბუდელის კუნძულზე 32 წელი სრულიად მარტომ გაატარა. ახლა კი, მას ამ ქვიშიანი პლაჟის დატოვება მოუწია – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი გასახლების მუქარაა.

გასულ წელს, მორანდიმ თქვა, რომ კუნძულის მეპატრონეებს სურდათ, ის სხვაგან გადასახლებულიყო. “წავალ იმ იმედით, რომ მომავალში ბუდელი დაცული იქნება, რადგან მე მას 32 წლის განმავლობაში ვიცავდი…” – დაწერა მაურომ თავის Facebook გვერდზე.

ვინც მაუროს ისტორია ჯერ კიდევ არ იცით, მან ცხოვრების წესი 1989 წელს შეიცვალა, როდესაც ცივილიზაციისგან შორს ყოფნის სურვილი გაუჩნდა და ნავით მოგზაურობისას საოცარ სანაპიროს მიადგა. როგორც აღმოჩნდა, სანაპიროს ზედამხედველი სამსახურის მიტოვებას აპირებდა და მისი ჩანაცვლება მორანდიმ გადაწყვიტა. მას შემდეგ მთელი ამ წლების განმავლობაში მაურო ტერიტორიას იცავდა, უვლიდა და ტურისტებს კუნძულს აცნობდა.

“საზოგადოებაში ძალიან ბევრი რამ მომბეზრდა, დაწყებული სამომხმარებლო ინტერესის სტიმულირებით, დასრულებული იტალიაში არსებული პოლიტიკური ვითარებით. ამიტომ, მინდოდა ახალი ცხოვრება დამეწყო ბუნების წიაღში”. 

გასულ წლებშიც მაუროს გაძევების არაერთი მცდელობა ყოფილა, თუმცა უშედეგოდ, საწადელს მხოლოდ ახლა მიაღწიეს – 2016 ტერიტორია მადალენას არქიპელაგის ეროვნულ პარკს გადაეცა, რომელსაც კუნძულზე გარემოსდაცვითი ხასიათის საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა სურს. სწორედ მათ შეძლეს მორანდის კუნძულიდან “გასახლება”. მათი თქმით, მამაკაცმა ყოფილ რადიოსადგურში, რომელსაც ის საცხოვრებლად იყენებდა, უკანონო ცვლილებები განახორციელა…

იტალიის მოსახლეობამ პეტიციაც კი შეადგინა, რათა მორანდის კუნძულზე დარჩენის უფლება მიეღო, თუმცა ის ძველ ადგილსამყოფელს უახლოეს დღეებში დატოვებს და საცხოვრებლად მადალენას არქიპელაგში შემავალ ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე ქალაქში გადავა.

ჩემი ცხოვრება ძალიან არ შეიცვლება, მე მაინც დავინახავ ზღვას…

როგორ გავხდეთ უფრო თავდაჯერებული სპიკერი?

Spotify-ს მფლობელს ლონდონის „არსენალის“ შეძენა სურს