in

ასეთი იყო 2022 წელი სააგენტო Maverik-ისთვის

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, Maverik-ის განვლილ თვეებს შევაჯამებთ. Maverik-ის მესიტყვეთუხუცესი ნიკა გარსენიშვილი გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა სააგენტოსთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.

ნიკა გარსენიშვილი

2022-ის შეჯამებისას, მგონი, ბანალურობა გარდაუვალია, რადგან ის მართლაც იყო გამოწვევებით სავსე, შესაბამისად, ახალი და ნაყოფიერი გამოცდილებების მიღების წელი.

2021-ში გაკეთებული ზოგი საქმე საერთოდ აღარ ვაკეთეთ, ზოგის გაკეთება უფრო მასშტაბურად და განსხვავებულად ვცადეთ, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან ბევრ ახალ საქმეს შევეჭიდეთ, ვცადეთ და გამოგვივიდა. 

ჩვენი განვითარების მთავარ მიმართულებად შევინარჩუნეთ ხარისხი, რაოდენობებს მიღმა და მეტი მასშტაბური პროექტის შექმნა. ხარისხი რომ რაოდენობაზე პრიორიტეტულია ეგ აქამდეც ვიცოდით და რებრენდინგის შემდეგ, სწორედ ამ მიმართულებით ვვითარდებოდით. წელს, უკვე საქმეში და ყოველდღიურობაშიც აქტიურად ვიგრძენით ამ გზით სვლის საჭიროება. ჩვენს სერვისებს სტრატეგიული ბრენდინგიც შევმატეთ და შეგვიძლია ვთქვათ,
რომ წინა წლის გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ.

ალბათ, ყველაზე გულწრფელი მოტივაცია ნებისმიერი მარკეტერისთვის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობის დაჯერებაა. 2022-ში, ჩვენ ეს არაერთხელ ვირწმუნეთ. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Gofer-ის ბრენდინგი, კასტროლის კამპანია და საქართველოს ბანკისათვის შექმნილი ვიდეოები.

 

მავერიკებს გვჯერა, რომ ბრენდებსა და ადამიანებს შორის კომუნიკაცია, არსებული ფორმით, გარკვეულწილად ჩიხში შედის. სწორედ ამ გამოწვევების ზედმიწევნით დანახვა და მისი ეფექტურად გადაჭრა (თუნდაც არაორდინალური გზებით), იქნება ჩვენი 2023-ის მისია.

მარჯანიშვილის თეატრთან Coffeeshop-ის ახალი ფილიალი გაიხსნა

Google-ის ახალ ფუნქციას ექიმის ხელნაწერის გასაშიფრად გამოიყენებენ