in

Maverik-ის 2023 წლის შეჯამება, „დადა მანიფესტის“ მოტივებზე

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. სააგენტო Maverik-ის 2023 წლის შეჯამებას, ნიკა გარსენიშვილი გვიზიარებს.

ზოგადად, ანგარიშები, რეპორტები და შეჯამებები (თუნდაც მარკეტერზე გაკეთებული), თავისი ბუნებით, რუტინული მოვლენებია.

სააგენტოების მხრიდან საკუთარი საქმიანობის ყოველწლიური შეჯამებაც, უკვე ტრადიციად იქცა და რამდენადაც ტრადიციულია, იმდენად მძაფრად მთხოვს ახლა რამე ორიგინალურის დაწერას, თუ თქმას.

ამიტომ, გადავწყვიტე 2023 წელი ტიციან ტაბიძის „დადა მანიფესტის“ მოტივებზე შევაჯამო, რადგან ამაზე არატრადიციული და არაკონვენციური არაფერი მახსენდება.

ციფრული კრეატიული სააგენტო მავერიკის, 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი
მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი

ჩვენი წელი დაღვინების წელი იყო
სიბრძნედ დაწურული ცოდნა რომ ჩამოაქვს თავს ზევიდან
დაიტია უამრავი წვრილი და ზოგიც მსხვილი პროექტი.
და დროა, ხარკი გადავუხადოთ და ვუთხრათ ჩვენი სამადლობელი.

შარშან რომ სტრატეგიული ბრენდინგის მიმართულება დავაანონსეთ,
წელს, უკვე რამდენიმე მწყობრი ბრენდი გვიმაგრებს ზურგს, _
არაფერი შეედრება ნათქვამი და განზრახული საქმეების ხორცშესხმის ცქერას.

ამ წელს წამსვლელები წავიდნენ და მომსვლელები მოვიდნენ.
ზოგი „სიყვარულით გაშვებულიც“ დაგვიბრუნდა.

ვსხედვართ ახლა მავერიკში, სრულყოფილად დაკომპლექტებულნი,
და ჩვენს სიტყვებში აღარაფერია გასართობი, ანდაც, კოსმეტიკური.

ჩვენ ყველას ახლა თავის მაღლა აწევა და 2023-ის მოსავლით ტკბობა გვჭირდება!
(თქვენ გენაცვალეთ თქვენა!)

ამის იქით? ამის იქით, ალბათ, „პარიზია“ და უცხოური ბაზარი.

როცა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს აქეთ გვიხსნის ინსაითის მნიშვნელობას,
როცა ბიზნესების უმეტესობა – ექსელში, ზოგი სულაც, ბლოკნოტებში მუშაობს,
– უნდა იყო გიჟი, რომ ძველებურად აკეთო საქმე.

AI-ით წალეკვას უმოქმედოდ მხოლოდ სუსტები ელოდებიან.

ერთი საქმეღა დარჩა თავიდან ბოლომდე ადამიანური, – ემოციური ფიქრი და
ეგეც მალე გადაშენდება, თუკი ხელოვნური ინტელექტი ცნობიერებას შეიძენს.

აღარავის უნდა შენი ლამაზი ტექსტები და ბრჭყვიალა ვიზუალები, როცა
გაკოტრებული და იმედგაცრუებული ანტრეპრენერები გადარჩენისთვის იბრძვიან!

თუ ციფრული სააგენტო ხარ, ყველაფერი მაგარი უნდა გქონდეს!

ესეც ჩვენი წლევანდელი შემოქმედებითი მოსავლის ერთი, თუმცა გამორჩეული პროცენტი:

გრინვეის სახალისო კამპანია ტექინსპექტირების გაციფრულებულ ქაღალდზე:

მზიური გარდენსისთვისთვის შექმნილი წარმოუდგენელი კამპანია:

„ნოას მაგნიტური მოგზაურობა“ – ჩვენი ყველაზე მასშტაბური ანიმაციური კამპანია,
რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა სცენაზე – https://noa.ge/ 

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების გაყიდვა დაიწყო

„ფუდმასტერი” – ექსტრამითის ახალი პრემიუმხაზი მომხმარებელს მრავალფეროვან გემოს სთავაზობს