in

კრეატიული სააგენტო “მავერიკი” Monday.com-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო “მავერიკმა” შურიკენები ახალი მიმართულებით გაისროლა და Monday.com-თან ოფიციალური პარტნიორობა მოიპოვა.

26 იანვარს Task Management-ისა და CRM-ის მნიშვნელობის შესახებ, კომპანიებმა ერთობლივ ღია ვებინარს უმასპინძლეს, რომელსაც 70-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელი თუ დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

ვებინარზე განხილულ იქნა პლატფორმის 5 მთავარი უპირატესობა და „საიდუმლო მიდგომა“, (secrets to the PMO solution) რომლის მეშვეობითაც კომპანიები გაყიდვებისა და სერვისის დონის მართვის პროცესს საგრძნობლად ამარტივებენ.

ღონისძიების მოდერატორი მავერიკის კრეატიული დირექტორი გიორგი მდივანი, მთავარი წარმდგენი კი Monday.com-ს პრი-სეილ ინჟინერი შაკედ ჰერშკოვიჩი იყვნენ.

უკვე რამდენიმე თვეა,რაც „მავერიკი“ კომპანიებს Task Management-ისა და CRM სისტემის დანერგვაში ეხმარება, რადგან სჯერათ, რაც უფრო მეტი ბიზნესი მოაწესრიგებს შიდა Workflow-ს, მით უფრო ეფექტური იქნება მათთვის მარკეტინგულ სააგენტოებთან KPI-ზე ორიენტირებული თანამშრომლობა და გაზომვადი საკომუნიკაციო მიზნების მიღწევა.

ორგანიზაციული კულტურისა და სამუშაო პროცესების გამარტივების მიმართულებით Monday.com მსოფლიო ბაზარზე მოწინავე კომპანიაა და პლატფორმას აქტიურად იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Adidas, Discovery, Tesla, Coca-cola, NHL,  Entrepreneur, Fiverr, Wix.com და სხვები.

[R]

Nirvana-ს ლოგოს საავტორო უფლებებს ედავებიან

Star Wars-ის ფანმა “სინათლის მახვილი” შექმნა და გინესის რეკორდსმენი გახდა