ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო, ნათქვამია, და ჩვენს აჩქარებულ, ციფრულ საინფორმაციო ხმაურში, სადაც ყოველ წამს ათასი შეთავაზების შესახებ გესმის, სადაც ყველაფერი დღიდან დღემდე იცვლება, ეს ნათქვამი უპირობო ჭეშმარიტებასავით ჟღერს.
რასაც ორშაბათს აკეთებდი, სამშაბათს აღარ მუშაობს.
რისი ცოდნითაც გუშინ ამაყობდი, დღეს ხმამაღლა ვეღარ გითქვამს.
რაც დღეს მოიფიქრე, ხვალ უკვე მოძველებული იქნება.
და ასე ხდება ყველგან და ყველაფერში.
და ასე ხდება კომუნიკაციაშიც, და მარკეტინგშიც და რა გასაკვირია, რომ ასე ხდება დიზაინშიც.
ამ ტექსტით, მინდა გაჩვენოთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ კომუნიკაციაში თითოეულ პიქსელს და მოგიყვეთ ხელოვნური ინტელექტის წყალობით შექმნილ უახლეს ხელსაწყოზე, რომელიც თქვენი კონტენტის ვიზუალურ მხარეს და წარმადობას, საგრძნობლად გააუმჯობესებს.
დიახ, საგრძნობლად.
იმდენად საგრძნობლად, რომ კომპანიები ამას საკუთარ „ჯიბეზე იგრძნობენ“.
ხელსაწყო მარტივი პრინციპით მუშაობს,_ პლატფორმაზე ტვირთავთ სტატიკურ ვიზუალს, ან ვიდეოს და სულ რაღაც 10 წამში, იღებთ დეტალურ უკუკავშირს, თუ რა ნაწილში „უჭირს“ თქვენს ნამუშევარს, სად და რატომ ცდება ვიზუალური აქცენტები მომხმარებლის აღქმის პრიორიტეტებს და რამდენად სწორი და გამართული კომპოზიციით გაქვთ ვიზუალი აწყობილი.
ამის შემდეგ, დაახლოებით 1 წუთში, კი ხელსაწყო გაძლევთ დეტალურ რეკომენდაციებს, თუ რა მანიპულაციებითა და მეთოდებით უნდა გამოასწოროთ ეს ხარვეზები.
ანუ, წარმოიდგინეთ, რომ გყავთ არტ-დირექტორთა გუნდი, (რაც კომპანიების 99%-ისთვის წარმოუდგენელი ამბავია) რომელსაც მოკლე დროში უამრავი ვიზუალური ნამუშევრის გაანალიზება შეუძლია, თან ისე, რომ გადაღლილობის, თუ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, არცერთი დეტალი არ გაეპაროს.
Data-Driven Visuals
ბოლო წლებში მატულობს data-driven მარკეტინგის პოპულარობა, და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ახალი AI ხელსაწყო, არის Data-driven Visual Strategy-ის ტიპის პლატფორმა, რომელიც ასიათასობით სხვა ნამუშევრის გაანალიზების შედეგად, გვირჩევს როგორი უნდა იყოს ჩვენი ვიზუალი, რომ მომხმარებლის მაქსიმალური ყურადღება დაიმსახუროს, რაც პირდაპირ კავშირშია კომუნიკაციაში დახარჯული ფინანსების ეფექტურობასთან, რაც თავის მხრივ ნებისმიერი მარკეტერის უმთავრესი ამოცანაა.
მავერიკის კვლევა
რეგიონში, აღნიშნული პლატფორმის პირველი პარტნიორი კრეატიული სააგენტო მავერიკია, რომელმაც 3 თვე დაუთმო შემდეგი ბიზნეს ინდუსტრიების კონტენტზე დაკვირვებასა და A/B ტესტირებას :
- სამშენებლო/დეველოპერული ბიზნესი
- E-commerce და ონლაინ ვაჭრობა
- HR და დასაქმება
- ავტოიმპორტი
და აღმოაჩინა, რომ მიუხედავად საქმიანობის ტიპისა, რეკლამის შედეგები ყველგან, მინიმუმ 20%-ით გაუმჯობესდა, ზოგან კი ამ მაჩვენებელმა 30%-საც მიაღწია.
(ანუ, თუ პირობითად X შედეგის მისაღებად კომპანია ადრე 100 დოლარს ხარჯავდა, ახალი ხელსაწყოს დახმარებით ანალოგიური შედეგის დადება 80 დოლარად გახდა შესაძლებელი)
ეს არის მოკლე მიმოხილვა იმ ამბისა, რას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი ვიზუალურ კომუნიკაციაში დღეს.
ხვალ რომ უფრო მეტს შეძლებს, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება.
ამიტომ, ჯობია წინ გAIხედოთ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ მავერიკის Facebook გვერდს, რომელიც ამ საკითხზე დეკემბრის შუა რიცხვებში ღია ვებინარს აანონსებს.
[პარტნიორის კონტენტი]