ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო “მავერიკმა” თებერვლის ბოლოს, მორიგი საერთაშორისო ვებინარი დაანონსა. მავერიკები ვებინარს პროგრამული უზრუნველყოფისა და ანალიტიკური ხელსაწყოების პლატფორმა “EMPLIFI” (SOCIALBAKERS)-სთან პარტნიორობით ჩაატარებენ.
ვებინარის მთავარი თემა კომპანიებისა და მომხმარებლის ერთმანეთთან დაახლოებას და ციფრულ მარკეტინგში არსებულ თანამედროვე ტენდენციების ბიზნესის სასიკეთოდ გამოყენებას შეეხება.
შეხვედრაზე განიხილება ისეთი საკითხები,როგორიცაა:
✦ ტენდენციები, რომელიც აყალიბებენ თანამედროვე ციფრულ სამყაროს;
✦ როგორ დაეხმარება emplifi თქვენს გუნდსა და მომხმარებელს ?
✦ რამდენად გააუმჯობესებს ჩვენი ინტეგრირებული პლატფორმა თქვენი აუდიტორიის სამომხმარებლო გამოცდილებას?
✦ როგორ გამოვიყენოთ რეალურ კომუნიკაციაში მიღებული გამოცდილება ონლაინ სივრცეში live video shopping ხელსაწყოს დახმარებით ?
✦ რას გპირდებათ და რა სამომხმარებლო გარანტიებს გაძლევთ Emplifi ?
შეხვედრას მავერიკის გენერალური დირექტორი და ღონისძიების მოდერატორი,
გიორგი მგელაძე, EMPLIFI-ს გუნდთან ერთად გაუძღვება.
ვებინარი 23 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
საკომუნიკაციო ენა: ინგლისური
ვებინარზე დასწრების მსურველები ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]












