დრონების მწარმოებელმა კომპანია DJI-მ დღეს ოფიციალურად წარადგინა უახლესი დრონი DJI Mavic Air 2, ისეთი ინტელექტუალური რეჟიმებით, როგორებიცაა FocusTrack, QuickShots, 8K Hyperlapse. Mavic Air DJI-ს დრონებიდან პირველია, რომელსაც 34 წუთის განმავლობაში, უწყვეტი ფრენა შეუძლია. DJI-ს თქმით, ამ ეფექტს სიჩქარის ელექტრონული კონტროლერის (ESC), ახალი ელემენტისა და მოქნილი დიზაინის საშუალებით მიაღწიეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დრონის წონა 470 გრამია.
რაც შეეხება დრონის ამ მოდელით მიღებულ გამოსახულებას, Mavic Air 2-ის დახმარებით 12-დან 48 მეგაპიქსელამდე ფოტოების გადაღებას შეძლებთ. ვიდეოს კუთხით კი 4K გამოსახულებას მიიღებთ. დრონს აქვს 8K Hyperlapse რეჟიმიც.
შემდეგი დეტალი, რომელზეც Mavic Air 2-ზე საუბრისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადიოკონტროლერია. DJI-მ ისიც განაახლა. ახლა თქვენს ტელეფონს მის თავზე მოათავსებთ, ნაცვლად ქვედა ნაწილისა. მათთვის, ვისაც შედარებით დიდეკრანიანი ტელეფონი აქვს, ეს ნამდვილი კომფორტია.
Mavic Air 2-ის ფასი $799-ია. ამ ეტაპზე, ის მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, თუმცა, დაახლოებით, 11 მაისისთვის, სავარაუდოდ, გლობალურ ბაზარზეც გამოჩნდება.