რუმინელი ხელოვანი დარიუს ჰულეა ადამიანის სახეებს ინდუსტრიულ სკულპტურებში აცოცხლებს. იგი მათ შესაქმნელად რკინას, უჟანგავ ფოლადს და სპილენძს იყენებს — სწორედ ამ მასალების მეშვეობით იღებს ისტორიითა და მითოლოგიით შთაგონებულ ექსპრესიულ სახეებს.
მიუხედავად მისი მედიუმის „სიმკაცრისა“ ჰულეას ნამუშევრები სპონტანურობას და შემოქმედებით თავისუფლებას ავლენს, რაც მეტალთან მუშაობისას ნამდვილად რთულად მისაღწევია. თუმცა ჰულეამ მრავალრიცხოვანი ინდივიდუალური მავთულის სიმკვრივე საინტერესო ტექსტურად გამოიყენა, როგორც პიროვნების გრძელი თმები ან წვერები.
ლითონის მავთულით თმის შექმნის გარდა, ხელოვანმ კანის იერის მიბაძვის საშუალებაც იპოვა. იმის ნაცვლად, რომ მავთულები გრძელ ცალკეულ ძაფებად დატოვოს, ის მათ მყარი ფირფიტის მსგავს ფორმაში აერთიანებს.