in

Max-ის ახალი ლოგო HBO-ს დაემსგავსა

2 წლის წინ HBO Max-ის რებრენდინგის შემდეგ მხოლოდ Max დაგვიტოვეს, ახალი ნათელი ლურჯი და თეთრი ლოგოთი. ახლა კი ვიგებთ, რომ Warner Bros Discover-ის მფლობელობაში არსებული სტრიმინგის სერვისი კიდევ აახლებს ლოგოს. ამჯერად ლურჯს მეტალის ეფექტის მქონე თეთრი და შავი ლოგო ანაცვლებს. 

BOG
BOG

მიუხედავად იმისა, რომ Max HBO-ს და სხვა Warner Bros Discovery-ის ბრენდების კონტენტს მოიცავს, იქნება ეს Adult Swim, Animal Planet, Cartoon Network, CNN Films Discovery თუ TNT, ახალი ლოგო მაინც HBO-ს მიამსგავსეს. ამ უკანასკნელს კი ისეთი ტოპ შოუები უკავშირდება, როგორებიცაა The White Lotus, The Sopranos და Succession.

ამგვარად, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ Max-ის ახალი ლოგოც HBO-ს ბრენდის შავ-თეთრ ფერთა პალიტრას იმეორებს და a-ში ზუსტად ისეთ წრეს გვაჩვენებს, როგორიც HBO-ს O-ში გვხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ სტრიმინგის ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ ცდილობს ინდივიდუალური ბრენდები ვიზუალური იდენტობების განახლებას. სურთ, ლურჯი ლოგოებით სავსე ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილი დაიკავონ და ზუსტად ამ გზას ადგას Max-იც. ასე ბრენდის პრემიუმ ასპექტს აძლიერებს, თუმცა, ნაკლებ აქცენტს აკეთებს ხელმისაწვდომობაზე. 

Max-ის მიხედვით, ფერის ცვლილება უფრო დიდი განახლების დასაწყისია… მართალია, ახალი ლოგო შავ-თეთრში იქნება წარმოდგენილი, მაგრამ განახლებული ფერთა პალიტრა, რომელიც ლოგოს აპლიკაციებსა და მარკეტინგულ მასალებში მეტ მოქნილობას შესძენს, სავარაუდოდ, უფრო მეტ ფერს შემოგვთავაზებს, რასაც მომდევნო თვეებში ზუსტად გავიგებთ.

ტრადიცულად, aPeople „კანის ლომების“ ახალგაზრდული შემოქმედებითი კონკურსის მხარდამჭერია

როგორ გიშლით ხელს ყურადღების გადატანა სტრატეგიულ ფიქრში