in ,

როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ბრენდი LinkedIn-ზე?

ეჭვგარეშეა – LinkedIn მარკეტინგისა და ბრენდინგისთვის მნიშვნელოვნად პლატფორმად იქცა. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც LinkedIn მხოლოდ კორპორაციული სისტემისთვის იყო განკუთვნილი. 800 მილიონი მომხმარებლით 200+ ქვეყანაში მსოფლიოს უდიდესი პროფესიონალური ქსელი ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია ნებისმიერი მარკეტერისთვის და გარკვეულწილად სჯობს კიდეც ისეთ პოპულარულ პლატფორმებს, როგორიცაა Facebook და Instagram.

LinkedIn-ის მარკეტინგს აქვს 2.74%-იანი კონვერტაციის კოეფიციენტი, რომელიც თითქმის სამჯერ (277 პროცენტი) აღემატება Facebook-ისა და Twitter-ის მაჩვენებელს. კონტენტ მარკეტერების 77%-მა LinkedIn ორგანული წვდომისთვის ყველაზე წარმატებულ სოციალური მედიად დაასახელა. 2022 წლის პირველ კვარტალში, LinkedIn-ზე აქტიურობა გაიზარდა 22%-ით, რაც იმის ნიშანია, რომ მომხმარებლები მიდრეკილნი არიან უფრო მეტი ჩართულობისკენ პლატფორმასთან.

ერთი რამ ცხადია – თუ LinkedIn თქვენი სოციალური მედიის ნაწილი ჯერ კიდევ არ არის, დროა, დაიწყოთ.

რა გჭირდებათ LinkedIn-ზე თქვენი ბრენდის შესაქმნელად? მოგვყევით, ჩვენ გიამბობთ:

გამოიყენეთ გამოკითხვები თქვენი აუდიტორიისთვის კითხვების დასასმელად

გაინტერესებთ, რას ფიქრობენ გამომწერები თქვენი უახლესი პროდუქტის იდეაზე, კონტენტის ტიპებზე, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად ეხმიანებიან ან მათ ყველაზე დიდ პრობლემას აგვარებს? გაზარდეთ ჩართულობა და იპოვეთ პასუხები LinkedIn-ის გამოკითხვით.

გაზარდეთ ჩართულობა PDF კარუსელის პოსტებით

PDF სლაიდშოუ არის LinkedIn-ის მძლავრი სტრატეგია, რომელიც აზიარებს ბრენდის საინტერესო ინფორმაციას გამომწეებისთვის მოსახერხებელ ფორმატში. თქვენი უახლესი პროდუქტის განახლებით დაწყებული, თქვენი ბიზნესის სიახლით დამთავრებული, კარუსელების ვიზუალი ამ ინფორმაციას ბევრად უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე ჩვეულებრივი ტექსტი.

გაუზიარეთ საინტერესო ამბავი

იმისათვის, რომ მომხმარებლები ამბით დაინტერესდნენ, პირველი ორიოდე წინადადება კარგად უნდა შეფუთოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ შეკითხვით, ან საინტერესო კონტექსტით. თქვენი პოსტის მხოლოდ პირველი 200 სიმბოლო იქნება ხილული, სანამ “See More” ნაწილი დაიწყება.

თქვენი პოსტები მოკლე და მარტივად აღქმადი უნდა იყოს

სქელი გრძელი აბზაცების წაკითხვა რთულია მკითხველისთვის, ამიტომ დატოვეთ მაქსიმუმ ორი წინადადება თითო აბზაცში. თუ გიჭირთ აზრების მოკლედ გადმოცემა, იფიქრეთ – იქნებ, LinkedIn-ის სტატია უკეთესი ვარიანტი იყოს თქვენთვის?

განათავსეთ ბმულები კომენტარებში და გაზარდეთ მკითხველების ჩართულობა ამ გზით

LinkedIn-ის ალგორითმი ამცირებს იმ პოსტების პრიორიტეტულობას, რომლებიც შეიცავს გარე ბმულებს. მოერიდეთ ბმულების განთავსებას თავად პოსტებში. LinkedIn-ის ერთ-ერთი გავრცელებული სტრატეგიაა კომენტარების განყოფილებაში ნებისმიერი შესაბამისი ბმულის განთავსება.

გაზომეთ თქვენი წარმატება

სოციალური მედიის სტრატეგია ისეთივე კარგია, როგორც მისი ანალიტიკა – სხვაგვარად როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა გავლენას ახდენს თქვენი კონტენტი დროთა განმავლობაში?

LinkedIn პლატფორმა გთავაზობთ კონტენტის მეტრიკას, როგორიცაა შთაბეჭდილებების რაოდენობა, დაწკაპუნებები, დაწკაპუნების მაჩვენებელი და ჩართულობის კოეფიციენტი – მაგრამ ეს არ იძლევა კარგ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს თქვენი აუდიტორია თქვენს კონტენტს, რა იწვევს ზრდას და როგორია თქვენი ბრენდი. მეტრიკის გასაზომად სხვადასხვა ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, როგორიცაა Zavy. ის იყენებს AI-ის, რათა გამოთვალოს მკითხვეელის ზუსტი ჩართულობა თქვენი თითოეული პოსტისთვის – ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ნაკლები დრო დამატებასა და გამოკლებაში და მეტი დრო გააკეთოთ ამ ინფორმაციის გამოყენებით თქვენი აუდიტორიის მოსაზიდად და ჩართულობის გასაზრდელად.

 

წყარო: bandt

ნახეთ: პიერ შარპენის მონოგრაფია, რომელიც ხატვის მრავალფეროვნებას ასახავს

რის მიხედვით გავზომოთ კონტენტში მომხმარებლის ჩართულობა