in

როგორ გამოვიყენოთ, ჩვენს სასარგებლოდ, მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირი?!

სტარტაპერები ბაზარს ყოველთვის რაღაც გამორჩეულს სთავაზობენ. არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი იქნება ეს თუ მომსახურება, როგორც წესი, განსხვავებული და იაფია. ჩათვალეთ, ამით ნახევარი ბრძოლა მოგებულია. თუმცა, შემდეგი გამოწვევა პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს მცირე ბიუჯეტი. აი, ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასებები და უკუკავშირი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უკუკავშირი თქვენს ბიზნესს ან წარმატებას მოუტანს, ან პირიქით, გაანადგურებს. ჩათვალეთ, ყოველი დადებითი შეფასება, პოტენციურად, ერთი ახალი მომხმარებელია. კომპანია კი ვითარდება ზედმეტი დანახარჯების გარეშე, მაგრამ თუ უკუკავშირი უარყოფითია, საბოლოო მარცხი გარდაუვალია.

მომხმარებლები, ძირითადად, წერენ ტექსტს და უთითებენ სარეიტინგო ქულას. ვთქვათ, Amazon-იდან ნებისმიერი ნივთის გამოწერამდე, შეგიძლიათ გაეცნოთ შეფასებებსა და რეიტინგს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი. სტარტაპერებისთვის, როგორც დამწყები ბიზნესმენებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უკუკავშირი.

მომხმარებლისგან მაქსიმალურად დადებითი შეფასების მისაღებად, არსებობს რამდენიმე ეფექტური ხერხი, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად კარგ შედეგს მოგიტანთ:

უფრთხილდით „ფეიქ” შეფასებებს! 

გასულ წელს, „ამაზონის” 7 000 000 მომხმარებელზე დაკვირვებით, ცნობილი გახდა, რომ ისინი ვინც კომპანიისგან პროდუქტს ფასდაკლებით ან საჩუქრად იღებდნენ, ქებას არ იშურებდნენ. მეტიც, ასეთი „წახალისებული” უკუკავშირის გამო, დადებითი შეფასებები 54-დან 94%-მდე გაიზარდა და შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, რეალურად რამდენი მათგანი იყო პროდუქტით თუ მომსახურებით ნამდვილად კმაყოფილი. ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ უკუკავშირის დიდი ნაწილი წახალისებული მომხმარებლებისგან მიიღეს. სამწუხაროდ, მათ მიკერძოებული შეფასებების პრობლემა დღემდე აქვთ.

ემოციურობის ხარჯზე აქცენტს რაციონალობაზე ნუ გააკეთებთ!

რა თმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი მონაცემები და ფაქტები თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ, მაგრამ როგორც ბესის (გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ჰიტი ამბობს, ძლიერი, ემოციური რეზონანსი იწვევს ბრენდის მიმართ დადებით დამოკიდებულებას და ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელმა სწორედ თქვენი პროდუქტი/მომსახურება აირჩიოს. ნუ მოერიდებით მომხმარებელში ემოციური გრძნობების გამოწვევას! ასეთი დამოკიდებულება და შეფასება მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს თქვენი ბრენდი გაყიდვებზე.

კომენტარს ფოტო ან ვიდეო ჯობია! ასეთი უკუკავშირი ყოველთვის უკეთესად მუშაობს!

Perky Jerky საკმაოდ სწრაფად მზარდი ხორცის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. თუმცა, მათი წარმატება მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის კი არა, სწორი მარკეტინგული აქტივობების დამსახურებაცაა. ბრენდს ძალიან ბევრი, როგორც თავად უწოდებენ, Super Jerk ფანი ჰყავს, რომლებსაც უბრალოდ შეფასების დაწერის ნაცვლად „სელფის” გადაღებასა და კომპანიის ვებგვერდზე ატვირთვას სთხოვენ. მომხმარებლების ასეთი ფოტოები ნებისმიერ საქებარ სიტყვებზე უკეთესია – დადებითი ემოცია უფრო უკეთ გადმოსცემს მათ კმაყოფილებას. აი, ეს არის რეალური შეფასება. ცხადია, ასეთი კარგი უკუკავშირის წყალობით, გაცილებით მეტი ადამიანი ირჩევს Perky Jerky-ის ბრენდს. გაითვალისწინეთ ეს რჩევა და იგივე განმეორდება თქვენი ბრენდის შემთხვევაშიც.

ეცადეთ, შექმნათ თქვენი ბრენდის ისტორია, ნუ ჩაიციკლებით გაყიდვებზე! 

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, კლიენტებისგან მიღებული ავთენტური და სერიოზული ისტორიაა, რომელიც თითოეულ საკითხს ახლებურად წარმოაჩენს, პოტენციური მომხმარებლებისთვის კი გახდება წამახალისებელი ფაქტორი, რომ თქვენი ბრენდი აირჩიოს. ასე იყო გენერატორების მწარმოებელი, წამყვანი კომპანიის, Generac-ის შემთხვევაშიც. ფირმის წარმომადგენლებმა ძალიან სწრაფად დაინახეს, რომ მომხმარებლების ისტორები უკეთესად წარმოაჩენდა მათ პროდუქციას, ვიდრე დეტალური ტექნიკური მახასიათებლების ჩამოთვლა.



ფეხსაცმელი, რომელიც ზომაში იზრდება, ბავშვის ფეხთან ერთად!

„ქვილთის“ ტექნიკით შექმნილი ტილოები – ქართველი ხელოვანის ნამუშევრები ფრანგულ ფესტივალზე!