როდესაც ხარ კომპანია, რომელსაც უკვე თითქმის 20-წლიანი სტაჟი აქვს ბაზარზე და გამოცდილებითა თუ განხორციელებული პროექტებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებ, ყოველთვის უნდა იყო მზად სიახლეებისთვის, მომხმარებლისთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებისა და შენი ორგანიზაციული მიდგომების ფორმირებისთვის. „მაქსთერმი” ის კომპანიაა, რომელიც აქტიურად მუშაობს მსგავსი განახლებების დანერგვაზე და კორპორაციულ კულტურაში ახალ მიდგომებს ამკვიდრებს, რაც მოგვიანებით საერთო საქმის სწორად მართვასა და კლიენტებისთვის ხარისხის შეთავაზებაში ეხმარება.
ერთი ასეთი სიახლეა MEP ინჟინერია. ეს იქნება მაქსთერმის ახალი განყოფილება, რომელსაც, შესაბამისად, გუნდის ახალი წევრი, მარიამ გელაშვილი უხელმძღვანელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს როლი კომპანიისთვის ახალია, მარიამს ბევრი საქმე აქვს ყველაფრის ასაწყობად და გასამართად. MEP პროექტის ინჟინერი საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა და ის შენობის პროექტის ფარგლებში, მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემების მართვასა და კოორდინაციას გულისხმობს. მაქსთერმისთვის ეს მიმართულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მის მიერ გაყიდული და დამონტაჟებული ყველა პროდუქტის სიზუსტეში სწორედ MEP სისტემის დანერგვით დარწმუნდება. იქიდან გამომდინარე, რომ შენობის პროექტირებისთვის საჭიროა თითოეული საინჟინრო კომუნიკაციის წინასწარი პროექტირება და გაანგარიშებების გაკეთება, ეს ახალი მიმართულება კომპანიისთვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების გარანტი იქნება.
დანარჩენს კი უფრო დეტალურად თავად მარიამ გელაშვილი აგვიხსნის.
M: მარიამ, პირველ რიგში, თქვენი გამოცდილების შესახებაც მოგვიყევით, მანამდე რას საქმიანობდით და როგორ მოხვდით მაქსთერმში?
სკოლის ასაკიდანვე ვიყავი დაინტერესებული ყველა იმ საგნის მუშაობის პრინციპით და თვალით უხილავი მექანიზმებით, რომელიც ლამაზად შეფუთული საგნების უკან იმალებოდა, ყოველთვის მაინეტერესებდა თუ რა იმალებოდა ასეთი საგნების უკან, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად გამოვიყენებდით, ამიტომ აბიტურიენტობის პერიოდში გადავწყვიტე ჩამებარებინა საინჟინრო ფაკულტეტზე. დავასრულე ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტობიდანვე მივხვდი, რომ მხოლოდ თეორია საკმარისი არ იყო, ამიტომ შენობის საინჟინრო სისტემების პროექტირების სტაჟირებაზე მივედი, საიდანაც უკვე საკმაოდ დიდი პრაქტიკული ცოდნა მივიღე.
ამის შემდეგ უკვე რამდენიმე კომპანიაში ვიმუშავე MEP Project Engineer-ის პოზიციაზე, სადაც ყოველდღიურად ვიღრმავებდი ცოდნას და ვაგროვებდი გამოცდილებას. ამ არც თუ ისე მარტივი გზის გავლის შემდგომ მოვხვდი მაქსთერმში, გუნდში რომელსაც სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ამ კომპანიის პრიორიტეტებს ინჟინერის სწორ გადაწყვეტას შემატებდა.
M: ახლა კი განვმარტოთ MEP Project Engineer-ის როლი: რა მოვალეობები ეკისრება მას?
MEP ინჟინრის როლი გადამწყვეტია სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიაში, განსაკუთრებით შენობების დიზაინსა და სამშენებლო პროექტებში. ინჟინრის ძირითად მოვალეობებში შედის თანამშრომლობა არქიტექტორებთან, სტრუქტურულ ინჟინრებთან და სხვა პროფესიონალებთან. აქ ხდება სისტემის დიზაინი – დეტალური გეგმების, სპეციფიკაციებისა და ნახაზების შემუშავება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობა, უსაფრთხოება და ფუნქციონირება. ჩვენ გვევალება პრობლემის გადაჭრა, ნებისმიერი გამოწვევის ან საკითხის მოგვარება, რომელიც წარმოიქმნება MEP სისტემების დიზაინის, მშენებლობის ან ექსპულატაციის ფაზებზე.
მთლიანობაში MEP პროექტის ინჟინრები გადამწყვეტ როლს ვასრულებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შენობის მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემები იყოს დაპროექტებული, დაინსტალირებული და ფუნქციონირებდეს ეფექტურად, უსაფრთხოდ და ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამიასდ. ჩვენი კოორდინაცია, ტექნიკური ექსპერტიზა და პროექტების მართვის უნარები ხელს უწყობს სამშენებლო პროექტების წარმატებით დასრულებას.
M: რა ღონისძიებები და მიდგომები იქნება კომპანიაში საჭირო იმისთვის, რომ ეს მიმართულება მაქსთერმში ხარისხიანად განვითარდეს?
ჩემი აზრით, პირველ რიგში, კომპანიას სჭირდება ძალიან მოტივირებული ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ამ პროფესიით არის დაინტერესებული, რომელთა ინტერესები, მაქსთერმის ინტერესებს დაემთხვევა. ამ მიმართულებების ხარისხიანად განსავითარებლად ამ ეტაპზე მაქსთერმს საკამოდ დიდი რესურსი გააჩნია და ამას აუცილებლად შევძლებთ ერთად.
M: რა იქნება MEP Project Engineer-ის სერვისები და ვისთვის იქნება გათვლილი?
ჩვენი MEP გუნდი სრულ სერვისს შესთავაზებს ჩვენს მომხმარებელს, რაც მოიცავს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, წყალმომარაგება-წყალკანალიზაციის, ხანძარქრობის, ელექტროობის, სუსტი დენებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების პროექტირებას. საინჟინრო კომუნიკაციების პროექტები გათვლილი იქნება ყველა სამშენებლო კომპანიისთვის, მშენებლებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის თუ კომპანიისთვის, რომელიც გეგმავს რაიმე ფართის აშენებას, აღდგენას ან გაუმჯობესებას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის შენობა იქნება ეს და რა დანიშნულების – საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლი, ქარხანა, სასტურმო, სამედიცინო თუ სასწავლო დაწესებულება.
M: უკვე დაიწყეთ თუ არა მუშაობა და გაქვთ თუ არა პირველადი გეგმა?
რა თქმა უნდა, ჩემი მაქსთერმში მოსვლის პირველივე დღიდან გულმოდგინედ შევუდექი საქმეს, ვინაიდან ეს მიმართულება ამ კომპანიისთვის ახალია, საკმაოდ ბევრია სამუშაო და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი MEP გუნდის შესაქმენლად, კომპანიის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო MEP გუნდის ჩამოყალიბებას და ზოგადად ამ პროფესიის განვითარებას.
M: თქვენი აზრით, რა შეიცვლება მაქსთერმში, როგორც კომპანიაში ამ მიმართულების დანერგვის შემდეგ?
ჩვენი მიზანია, რომ ამ მიმართულების დაგეგმის შემდგომ, მაქსთერმის თითოეული მომხმარებელი დაზღვეული იყოს ზედმეტი ხარჯებისგან და სამომავლო დისკომფორტისგან, ვინაიდან ჩვენი მიმართულება უზრუნველყოფს ზუსტ დათვლებს, ზრუნავს მომხარებლის კომფორტსა და მათ მოთხოვნებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი MEP გუნდი შეძლებს მაქსთერმისა და მისი მოხმარებლების ინტერესების გააერთიანებას. ის ასევე იზრუნებს მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რაც უზრუნველყოფს მაქსთერმის, როგორც კომპანიის წინსვლას.
[R]