უკვე 17 წელია, რაც „მაქსთერმი“ საქართველოს ბაზარზე ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო აქსესუარებითაა წარმოდგენილი. ამ დროის მანძილზე, კომპანიამ მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა საზოგადოებაში და პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნების პარალელურად, სერვისების მიმართულებასაც აქტიურად ავითარებს. „მაქსთერმის“ მაღაზიათა ქსელში გათბობის, ვენტილაციისა და წყალ-კანალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის გარდა, აბაზანის მოწყობილობის შერჩევაც შეგიძლიათ: უნიტაზებს, ნიჟარებს, ონკანებს. „მაქსთერმს“ გამოარჩევს ხარისხიანი არჩევანიც – კომპანიაში აქტიურადაა წარმოდგენილი ისეთი საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: Fondital, Giacomini, Comisa, Wavin, Valsir, Scarabeo და სხვები. მაღაზიათა ქსელში სტუმრობა შეგიძლიათ როგორც თბილისის შოურუმებში, ასევე, ქუთაისსა და ბათუმში. პროდუქციის ასორტიმენტი მომხმარებელთა მრავალფეროვან სეგმენტზეა გათვალისწინებული. კვალიფიციური თანამშრომლები კი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული აქსესუარების გულდასმით შერჩევაში დაგეხმარებიან. რა გამოარჩევს „მაქსთერმის“ პროდუქციასა და მომსახურებას – ამის შესახებ „მაქსთერმის“ მარკეტინგის დირექტორი თათია მიხელიძე გვესაუბრა.
M: მიმოვიხილოთ, რა პროდუქტებსა და სერვისებს აერთიანებს „მაქსთერმი“?
„მაქსთერმში“, წარმოდგენილია გათბობის სისტემები – რადიატორები, ცენტრალური გათბობის ქვაბები, იატაკის გათბობის კოლექტორები და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი, ასევე სანტექნიკისა და წყალმომარაგების მილები, ფიტინგები, ჩასაშენებელი უნიტაზის სისტემები, აბაზანის კერამიკული მოწყობილობები, შემრევები და აქსესუარები.
გარდა პროდუქტებისა, „მაქსთერმი“კლიენტებს სთავაზობს ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებასაც. ევროპელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული, ჩვენი ტექნიკური სერვისის თანამშრომლები, დროის მცირე მონაკვეთში უწევენ დახმარებას მაქსთერმის მომხმარებლებს.
M: მაქსთერმი ბაზარზე უკვე 17 წელია ოპერირებს – როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს – დაფუძნებიდან დღემდე?
კომპანია „მაქსთერმი“ 2005 წელს დაარსდა და დღემდე განვითარების საკმაოდ საინტერესო ეტაპები გაიარა. „ელიავას ბაზრობაზე“ დაწყებული ბიზნესი, საქართველოს მასშტაბით, დღეს უკვე 5 ფილიალს, 100-მდე თანამშრომელს და 20-ზე მეტ ევროპულ და თურქულ ბრენდს მოიცავს.
აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტიც, რომ კომპანიას განვითარების ტემპი პანდემიის დროსაც კი არ შეუნელებია. სწორედ, ამას მოწმობს ქუთაისის ახალი ფილიალი, რომელიც 2020 წლის მარტში გავხსენით.
მიუხედავად არაერთი სირთულისა და გამოწვევისა, „მაქსთერმი“ სტაბილურად განაგრძობდა საქმიანობას ამ 17 წლის მანძილზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი ვართ ჩვენი უცხოელი მომწოდებლებისთვის, რომლებთანაც ყოველდღიური სამუშაო პროცესი გვაკავშირებს.
M: დღესდღეობით, რა გამოგარჩევთ ბაზარზე?
ჩვენი ბაზარი საკმაოდ დაიხვეწა, შესაბამისად, კონკურენციაც დღითიდღე მატულობს. „მაქსთერმის“ მთავარი ამოცანაა, ამ მუდმივ ჭიდილში არ მოხდეს ხარისხის დაწევა ფასის შენარჩუნების ხარჯზე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ რამდენიმე იტალიურ ბრენდს, გვაქვს ლავირების საშუალება, რათა მომხმარებელმა ნაკლებად იგრძნოს მსოფლიოში მიმდინარე ფასის ზრდის ტენდენცია.
როგორც უკვე ვახსენე, პირველ რიგში ბაზარზე, სწორედ ხარისხი გამოგვარჩევს. ასევე, კვალიფიციური კონსულტანტები და ტექნიკური თანამშრომლები, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან თითოეული პროდუქტი, შესაბამისად იდეალურად არგებენ მას ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას.
არჩევანის საშუალება, პრემიუმ და ბიუჯეტურ, თუმცა დადასტურებულად ხარისხიან პროდუქტს შორის. ფართო ასორტიმენტი, განვადების შესაძლებლობა, სეზონური და არასეზონური ფასდაკლებები შერჩეულ კოლექციებზე. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენი მარაგები ყოველთვის შევსებულია და ჩვენს მომხმარებლებს არ უწევთ ლოდინი სასურველი ნივთის მისაღებად.
M: სად შეიძლება თქვენი პროდუქტითა და მომსახურებით სარგებლობა?
გარდა საცალო სეგმენტისა, კორპორატიული მიმართულებით ძალიან კარგი შეთავაზებები გვაქვს ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის, ასევე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთის.
თბილისში გვაქვს სამი ფილიალი – ძირითადი შოურუმი და სათაო ოფისი აკაკი ბელიაშვილის #149 მდებარეობს, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ორი, შედარებით მცირე ზომის ფართით ვართ წარმოდგენილი.
ქუთაისში, ჩვენს ახლადგახსნილ ფილიალში – გუგუნავას 20 ნომერში, დიდი სიხარულით ხვდებიან ყველა სტუმარს, ასევე ბათუმშიც – სულაბერიძის 8 ნომერში შეგიძლიათ შეიაროთ და მიიღოთ იდენტური მომსახურება, როგორიც თბილისში.
M: გვიამბეთ ბრენდებზე, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც ხართ ბაზარზე – რა სპეციფიკური მახასიათებლები გამოარჩევთ მათ?
Fondital – იტალიური ჰოლდინგის Silmar Group-ის წევრი, გათბობის ქვაბებისა და რადიატორების მწარმოებელი, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში გაყიდვების ლიდერია შესაბამის სეგმენტში. „მაქსთერმი“, დაარსების დღიდან თანამშრომლობს ამ ბრენდთან და ფაქტიურად, განუყრელი პარტნიორები ვართ.
რაც შეეხება, Fondital-ის პროდუქციას, ცენტრალური გათბობის ქვაბები ხასიათდება კომპაქტურობით, თითოეული ნაწილი დამზადებულია იტალიაში, უჟანგავი ლითონისა და სპილენძისგან, აქვს მარტივი ციფერბლატი და დისტანციურად მართვის შესაძლებლობა.
სექციური და დიზაინ რადიატორები დამზადებულია ალუმინისგან, წარმოების პროცესში პროდუქცია რამდენჯერმე იტესტება რადიაციულ და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებზე, აქვთ დაპატენტებული ტექნიკური გადაწყვეტები, რაც აუმჯობესებს თბოგამოცემას და ამცირებს კომუნალურ ხარჯებს, ორსაფეხურიანი ღებვა კი გარანტირებულად უზრუნველყოფს ფერის დაცვას ექსპლუატაციის სრულ ვადაზე.
მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია, Fondital-ის ავტორიზებული სერვისის არსებობა, საგარანტიო და არამხოლოდ, მომსახურებას სწორედ მათ მიერ გადამზადებული „მაქსთერმის“ თანამშრომლები ახორციელებენ.
იატაკის გათბობის კოლექტორებს, გაყვანილობებს, გათბობის რადიატორის აქსესუარებსა და ფიტინგებს, ასევე იტალიური ბრენდების Giacomini-სა და Comisa-ს პროდუქციით წარმოვადგენთ. ორივე მათგანი ხარისხზე ორიენტირებული ბრენდია, ფართო ასორტიმენტით, რაც, შესაბამისად ჩვენც გვაძლევს ბაზარზე ლავირების საშუალებას.
გვაქვს ჰოლანდიური წარმოშობის ბრენდი Wavin, რომელიც კანალიზაციისა და წყალმომარაგების მილებით გვამარაგებს. სხვათაშორის, მშენებლების მიერ კარგად აპრობირებული პროდუქტია მრავალბინიან პროექტებში და არა მხოლოდ.
საუბრის დასაწყისში ვახსენე, ჩასაშენებელი უნიტაზის სისტემები, სადაც იტალიური კომპანია Valsir-ია ჩვენი პარტნიორი და მომწოდებელი. ის ერთ-ერთია უმსხვილეს Silmar Group-ში შემავალი კომპანიებიდან, ინოვაციურ ტექნიკურ გადაწყვეტებზე ორიენტირებული, გარემოზე ზრუნვის მაღალი პასუხისმგებლობით.
ცოტამ თუ იცის, სააბაზანოს მოწყობილობებისა და აქსესუარების ხაზის შესახებ, რომელიც ჩვენს შოურუმებშია განთავსებული. პრემიუმ ხარისხის, იტალიური ბრენდის (Scarabeo) კერამიკის ნიჟარები, ჩასაშენებლი უნიტაზები და მისი სისტემები, ბიდე და ცალკე მდგომი აბაზანების საინტერესო არჩევანი გვაქვს წარმოდგენილი, როგორც ბელიაშვილის ფილიალში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. თავად ბრენდი, ხასიათდება იტალიური დახვეწილობით, ანტიბაქტერიული ზედაპირებით, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებითა და ფერებით, რაც განსაკუთრებით ინტერიერის დიზაინერებისთვის იქნება საინტერესო.
სამზარეულოსა და აბაზანის შემრევებს, საშხაპე სისტემებსა და აბაზანის აქსესუარებს წარმოგიდგენთ Remer-ის ფირმის პროდუქციით. კომპანიის სათაო ოფისი და საწარმო მდებარეობს იტალიის ქალაქ მილანში. პრემიუმ ხარისხის, თითბერისგან დამზადებული(მინარევების გარეშე), უჟანგავი, მარტივად მოსავლელი აბაზანის კომპონენტები – გამორჩეული ფერებით, რომლებზეც მოქმედებს 5 წლიანი გარანტია.
გამორჩეულად კარგი ამბავია ისიც, რომ შოურუმში წარმოდგენილი მოდელები, ყოველთვის გვაქვს მარაგში, ცხადია კატალოგიდანაც არის არჩევა შესაძლებელი და ცალკე შეკვეთის გაკეთება.
M: რატომ უნდა აგირჩიონ სწორედ თქვენ – მაგალითად, ინტერიერის დიზაინერებმა ან სამშენებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც თქვენი კატეგორიის პროდუქტის შეძენას აპირებენ?
„მაქსთერმი“ არის მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული კომპანია, რაც ცალსახად აადვილებს ყველა პროცესს. ინტერიერის დიზაინერებისთვის გვაქვს, განსხვავებული მოდელების გამოყენების საშუალება, რომლებიც ამავდროულად უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. გარდა ამისა, სექტემბერში, სწორედ დიზაინერებისთვის ვგეგმავთ 5 დღიან ინფო-ტურს Scarabeo-სა და Remer-ის საწარმოებსა და შოურუმებში, რათა უკეთ გაეცნონ საწარმოო ციკლს, ბრენდის კონცეფციას და მათ ხარისხს.
სამშენებლო კომპანიებისთვისაც, გვაქვს საინტერესო შეთავაზებები. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია კონკურენტულები ვიყოთ როგორც, ფასით, ასევე პროდუქტის ხარისხით, დამატებით ძალიან მოქნილები ვართ დროსა და მარაგებში, რაც დამეთანხმებით მშენებლობის პროცესში, ერთ-ერთი გადამწყვეტია.
M: გაგვაცანით გუნდი – რა მიმართულების პროფესიონალებს აერთიანებს „მაქსთერმი“?
„მაქსთერმი“ ერთგულ, შრომისმოყვარე, აქტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალების გუნდს აერთიანებს. მათი დიდი ნაწილი, კომპანიას დაარსების დღიდან მოყვება და ერთად არა ერთი გამოწვევა გადალახეს, რაც სრულად მათი და მენეჯმენტის მიდგომების დამსახურებაა.
ჩვენი გუნდი აქტიურად იზრდება, მეც, მათ შორის სულ ორიოდე თვეა, რაც „მაქსთერმს“ შემოვუერთდი. აღფრთოვანებული ვარ იმ მეგობრული, კოლეგიალური და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, რაც ყოველდღიურად მხვდება ოფისში.
M: როგორია „მაქსთერმის“ გეგმები?
წინ ნამდვილად დიდი გეგმები და გამოწვევებით სავსე თვეები გველოდება. ვფიქრობთ, ფილიალების ქსელის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით. ივლისში, ჩვენი პარტნიორი ხელოსნებისთვის და თანამშრომლებისთვის დაგეგმილი გვაქვს ერთდღიანი ვორქშოფები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, რომელსაც ჩაატარებენ Fondital-ის წამყვანი ტექნიკური სპეციალისტები. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ როგორც ახალ პროდუქტებს, ასევე იხილონ განახლებული გაიდლაინები გათბობის ქვაბებისა და რადიატორების მონტაჟის პროცესისთვის.
მთელი წლის მანძილზე, ამ ტიპის რამდენიმე შეხვედრას მოვაწყობთ, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანტექნიკის და ჩასაშენებელი სისტემების მონტაჟის.
ასევე, ძალიან გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერების განვითარებაში, მათთვისაც ვგეგმავთ სხვადასხვა კონკურსებს, ძალიან დამაინტრიგებელი პრიზებით.
ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი ჩვენს სოციალურ გვერდებს, რათა არ გამოგრჩეთ საინტერესო სიახლეები და შეთავაზებები ჩვენი კომპანიისგან.
[R]