in

Maxtherm წლევანდელი Spotlight-ის მხარდამჭერია!

„ცდა“ – ამ მთავარი თემით, Spotlight დიდ სცენას უბრუნდება და 27 ნოემბერს, საზეიმოდ უმასპინძლებს 700 სტუმარს. ღონისძიება თბილისში, პულმან აქსის თაუერსში გაიმართება. მარკეტინგული თავგადასავალი მთელი დღის განმავლობაში მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოფებსა და ტრენინგებს… მსმენელების წინაშე 30 სპიკერი წარდგება და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს. Spotlight 2022-ის მხარდამჭერია კომპანია Maxtherm. Spotlight-ისა და Maxtherm-ის მეგობრობაზე Maxtherm-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი თათია მიხელიძე გვესაუბრა.

M: თქვენი შეფასებით, რა შეცვალა სფოთლაითმა ქართული მარკეტინგის სამყაროში?

ვფიქრობ, სფოთლაითი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა ქართულ ბიზნეს სამყაროში. შეუძლებელია არ დავინახოთ მისი მნიშვნელობის სიდიდე, თუ გადავხედავთ მისი განვითარების ეტაპებს. წლიდან წლამდე სფოთლაითი დამატებით მოტივაციას აძლევს ნებისმიერს, ვინც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს, დაინტერესებულია სიახლეებით და თავადაც აქვს სურვილი, შექმნას, რაღაც ახალი და ღირებული. ამ ყველაფრის გაზიარებისთვის კი სფოთლაითზე იდეალური პლატფორმა არ გვეგულება საქართველოში.

M: რა როლი აქვს ასეთი ღონისძიების არსებობას?

მარკეტინგის როლი ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტია ხოლმე, თუმცა ხშირად საქართველოში ვაწყდებოდით პრობლემას, როდესაც მენეჯმენტს უჭირდა ამ მნიშვნელობის დანახვა ან გააზრება. თუმცა, ეს ტენდია პოზიტიურად შეიცვალა და ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას. მსგავსი ცვლილებები, რა თქმა უნდა თავისით არ ხდება და ვფიქრობ, სფოთლაითის მხარდაჭერა, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამით პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას ვუწყობთ ხელს, სიახლეების და ტენდენციების გაზიარებას, რაც შემდეგ ჩვენ ყველას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გვეხმარება. წელიწადში ერთხელ, გვაქვს უნიკალური შანსი მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც ბევრი რაღაც ცადა, ბევრჯერ შეიძლება შეცდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიდა დასახულ მიზნამდე.

M: თქვენთვის რითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი სფოთლაითის მხარდაჭერა?

წლევანდელი სფოთლაითის თემა „ცდა“ მაქსთერმისთვისაც, ძალიან აქტუალურია, რადგან სწორედ ახლა, ბევრ ახალ მიდგომასა და სტრატეგიას ვცდით კომპანიის შიგნით, ფაქტობრივად, ბრენდი თავიდან იბადება და წარმოუდგენელი იყო ეს შანსი არ გამოგვეყენებინა – მხარი დაგვეჭირა, ღონისძიებისთვის, რომელიც მიესალმება ყველაფერს ახალს, პოზიტიურს, ღირებულებების მატარებელს და წამახალისებელს ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის.

ცდა ყოველთვის ღირს და ამიტომაც, გვინდა ეს თავგადასავალი თქვენთან ერთად გავიაროთ და სხვა ადამიანებსაც მივცეთ ამის მოტივაცია და შესაძლებლობა!

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

„მარადიული კლასიკა“ — ირაკლი მაქაცარია Orient-ის უახლესი კოლექციის საათებს წარადგენს!

საქართველოს 5 რეგიონის მიტოვებული შენობები ქართული კინოს დღეებმა გამოაცოცხლა