სფოთლაითის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება 23-24 დეკემბერს ჩატარდება და ამჯერად, განსხვავებულ ფორმატში, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. სფოთლაითის ისტორია 2013 წლიდან იწყება და მას შემდეგ, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა. ესაა ადგილი, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. უკვე არაერთი წელია, ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია Maxtherm. Spotlight-თან მეგობრობაზე Maxtherm-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი თათია მიხელიძე გვესაუბრა.
M: უკვე არაერთი წელია, მაქსთერმის გუნდი ღონისძიების მხარდამჭერია. თქვენთვის რით არის სფოთლაითთან მეგობრობა მნიშვნელოვანი?
მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა პარტნიორობამ ყოველწლიური ხასიათი მიიღო და სტაბილურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. სფოთლაითი, როგორც მარკეტერის ყველა პროექტი ინოვაციაზე, განვითარებაზე, არსებულის დაფასებასა და გაფართოებაზეა ორიენტირებული. ეს კი სწორედ, ის ღირებულებებია, რაც მაქსთერმის კორპორატიული კულტურის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სფოთლაითის მეგობრები და გვქონდეს საშუალება თქვენთან ერთად მოვისმინოთ გამორჩეული ისტორიები, აღმოვაჩინოთ ახალი სახეები და ჩვენი პატარა წვლილიც შევიტანოთ ამ დღეების მხარდაჭერით.
M: წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა „მემკვიდრეობა“. როგორ ფიქრობთ, როგორია „სფოთლაითის“ მემკვიდრეობა?
თუ გავიხსენებთ, რომ წელს სფოთლაითის შექმნიდან 10 წელი გავიდა, პროექტი კი აქტუალურობას არა თუ კარგავს, არამედ პირიქით, ყოველწლიურად ზრდის მასშტაბებს, ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მემკვიდრეობა ნამდვილად შთამბეჭდავია.
ამ მემკვიდრეობის უკან გულანთებული ადამიანების დაუღალავი შრომა და მოტივაცია დგას, მათთან ერთად კი ყველა პარტნიორის და მსმენელის, რომელიც ამ საერთო იდეალების და სულისკვეთების გამზიარებელია.
M: როგორია თქვენი მოლოდინი ღონისძიებასთან დაკავშირებით?
მოლოდინი გვაქვს, რომ ღონისძიება ტრადიციულად, ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება სასიამოვნო მოულოდნელობებით, საინტერესო სპიკერებით და ბრენდების გამოცდილებით.
ვფიქრობთ, რომ ბევრ სიახლეს მოვისმენთ მარკეტინგის და ბიზნესის გარშემო, ასევე კარგად დავიწყებულ ძველსაც, რაც ყველა ჩვენგანს ახალ ხედვას, იდეას თუ მოტივაცის მოგვცემს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გამრავალფეროვნებისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ნეთვორქინგის შესაძლებლობაც, რაც წელს უკვე ორი დღის განმავლობაში გვექნება. ყოველთვის სასიამოვნოა, კოლეგებისა და კონკურენტების ნახვა განსხვავებულ გარემოში. მოუთმენლად ველოდებით “დღე(ებ)ს, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება.”
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit Electronics, Lutecia, Extra.ge
მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.