in

ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში „მაქსთერმისა” და Fondital-ის კონფერენციების სერია გაიმართა

საქართველოში გათბობის სისტემების იტალიურმა მწარმოებელმა Fondital-მა წელს, 22-26 ივლისს, პირველად ჩაატარა კონფერენციების სერია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. Fondital-ის ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ კომპანია „მაქსთერმი”, რომელმაც ორგანიზება გაუწია ამ შეხვედრების სერიას.

მოგეხსენებათ, ნელ-ნელა გვიახლოვდება ზამთრის სეზონი და შესაბამისად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება გათბობის საკითხებიც. ჩნდება ბევრი კითხვა: როგორ უნდა შევარჩიოთ გათბობის ქვაბი? რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევის დროს, როგორ უნდა განხორციელდეს სწორად მისი მონტაჟი? რა სიხშირით უნდა განხორციელდეს გათბობის ქვაბის სერვისი? როგორ შევარჩიოთ გათბობის რადიატორი? რა განსხვავებაა დეკორატიულ რადიატორებსა და სექციურ რადიატორებს შორის? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რადიატორის შერჩევის დროს და როგორ გადავამოწმოთ, რეალურია თუ არა ის ინფორმაცია, რომელსაც შესყიდვის დროს ვისმენთ? სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნებოდა კონფერენციები, რომლებსაც Fondital-ისა და მაქსთერმის კომერციული და ტექნიკური დირექტორები უძღვებოდნენ.

კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ დიზაინ-არქიტექტორები, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და მაქსთერმის პარტნიორი მონტაჟისა და სერვისის თანამშრომლები.
დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები, განეხილათ კონკრეტული ქეისები და მიეღოთ რეკომენდაციები სამომავლო საქმიანობისთვის. კონფერენციის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

მაქსთერმი Fondital-თან ერთად გეგმავს, რომ აღნიშნული კონფერენციები ყოველწლიურად ჩაატაროს, რაც კომპანიის წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სფეროს განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას კონკრეტული მიმართულებით. გარდა ამისა, ყოველწლიურ შეხვედრაზე გათამაშდება პრიზები და დაჯილდოვდებიან წარმატებული ტექნიკური თანამშრომლები, რომლებიც წლის მანძილზე თავს გამოიჩენენ სხვადასხვა მიმართულებით.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ხელოვნურმა ინტელექტმა ალტერნატიული ფიზიკა აღმოაჩინა

ვის მოსმენას შეძლებთ საიუბილეო შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე?