ღია ლანდშაფტები, ერთმანეთის მსგავსი საგნები და ობიექტები, ერთდროული სიახლოვე და დაშორება, ესთეტიურობა და წესრიგი.. – ამ ყველაფერს მეი პერლერის სიურრეალისტურ ფოტოთა სერიაში აღმოაჩენთ. როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, იგი ბევრ მედიუმში მუშაობს, როგორებიცაა: ფილმი, სპექტაკლი, მონტაჟი, ლანდშაფტის ხელოვნება და ფოტოგრაფია.. ყველაფერ ამას ერთად კი მისი კამერა აირეკლავს და სწორედ ამგვარად იქმნება ქვემოთ მოცემული ფოტოები.
“ჩემი ნამუშევრების მთავარი მიზანია, ადამიანის მდგომარეობა ფემინური პერსპექტივებით შევისწავლოთ..”




























