in ,

May-ს მინის ჩანთები – სამი ქართველი მეგობრის სტარტაპი

Startauperi
Startauperi

May ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც სექტემბრიდან გამოჩნდა ბაზარზე და მომხმარებელს გამჭვირვალე, ნებისმიერი ზომისა და ფორმის ხელნაკეთ ჩანთებთან ერთად, საყურეებსაც სთავაზობს. May-ს ქმნის სამი მეგობარი, ოღონდ, არა ერიხ მარია რემარკის რობი, ლენცი და ოტო, არამედ – ნინო ზექალაშვილი, ნოდო დუნდუა და მაგდა წილოსანი, ადამიანები, ვინც მუშაობენ იმაზე, რომ ჩანთები იყოს ინდივიდუალური, ორიგინალური და ზუსტად ისეთი, მათი სლოგანი – #ასეთიარავისაქვს – გაამართლოს. მარკეტერი ესაუბრა მაგდა წილოსანს May-ს პროდუქციისა და მომსახურების დეტალებში გასარკვევად.

BOG
BOG

M: ვის ეკუთვნის იდეა და რას უკავშირდება სახელი May?
როდესაც ჩვენი პირველი ნამუშევრები – მოხატული გამჭვირვალე ჩანთები ვნახეთ, ყველა ის ემოცია და შთაბეჭდილება ჩამოვთვალეთ, რაც გაგვიჩნდა. სწორედ ამ ემოციების მიხედვით, რომლებიც იყო დაკავშირებული სითბოსა და სილამაზესთან, გადავწყვიტეთ, გაზაფხულის ყველაზე თბილი და ფერადი თვის სახელი – May – მაისი შეგვერჩია.

M: რა მასალისგან ამზადებთ ჩანთებს?
ჩვენი ჩანთები ორგანული მინისგან მზადდება. ჩვეულებრივი მინისგან განსხვავებით, მის შემადგენლობაში შედის პლასტმასი, რაც მას ძნელად მტვრევადს ხდის. რაც შეეხება მოხატულ ჩანთებს, მოსახატად გამოიყენება მინის აკრილი, რომელიც არის წყალგამძლე.

M: სად და როგორ შეგვიძლია May-ს ჩანთების შეძენა?
ჯერჯერობით, ონლაინგაყიდვებით შემოვიფარგლებით. დარეკვაც შესაძლებელია, მაგრამ უფრო ხშირად, „ფეისბუკით“ გვიკავშირდება მომხმარებელი, რადგან ასე გვაქვს საშუალება, რომ ვიზუალურად, ფოტოს გაგზავნით ვაჩვენოთ ალტერნატივები, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, დავაზუსტოთ ფერები, ჯაჭვის სისქე და ა.შ. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, რა შეიძლება გაკეთდეს, თუმცა თუ მომხმარებელს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, მაშინ ინდივიდუალურად ვუმზადებთ ჩანთას, რომელიც 2 ან 3-მ დღეში იქნება მზად (დამოკიდებულია სამუშაოს სირთულეზე). მომხმარებელს, ასევე, შეუძლია თავისი სურვილით შეუკვეთოს რაიმე ნახატი, რომელსაც გადავიტანთ ჩანთაზე. 

M: მომსახურების მხრივ, რა უპირატესობა აქვს May-ს?
მომხმარებლებს, მეტი კომფორტისთვის, ვთავაზობთ უფასო საკურიერო მომსახურებას თბილისის მასშტაბით. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, ამ შემთხვევაში, საქართველოს ფოსტით ვაგზავნით შეკვეთილ ნივთს.

რა უნდა ვასწავლოთ შვილს პატარაობიდან – Audi-ს ვიდეორგოლი თანასწორობაზე

თავგადასავლები, ჯეისონ სტეტჰემთან და გალ გადოტთან ერთად, გრძელდება