საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი საერთაშორისო პრემიუმბრენდებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ამას ადასტურებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა – საქართველოში ოფიციალურად შემოდის მონაკოში დაფუძნებული “Maya Collection”, რომელიც მსოფლიოში ცნობილი MayaBay-ის ბრენდის ქვეშ პრემიუმკლასის რესტორნებითა და beach club-ებით ოპერირებს. პარტნიორობის ფარგლებში ბრენდი Petra Group-ის ორ ფლაგმანურ პროექტში იქნება წარმოდგენილი: Petra Sea Resort-ში, სადაც MayaBay Beach Club გაიხსნება და Petra Ski Resort-ში, სადაც Swissôtel Hotel & Residences Gudauri-ის გასტრონომიულ კონცეფციას MayaBay Restaurant შეავსებს.
რატომ გადაწყვიტა საერთაშორისო ბრენდმა საქართველოს ბაზარზე შესვლა და რა ღირებულებას ქმნის ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის, Petra Group-ის CEO თინათინ კალანდარიშვილი და Maya Collection-ის CEO რიჩარდ მარია გვესაუბრებიან.

Petra Group-ის პროექტებში უკვე წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა Pullman და Swissôtel. ახლა მათ Maya Collection-იც უერთდება. რას ნიშნავს ეს პარტნიორობა Petra Group-ისთვის?
თინათინ კალანდარიშვილი: საერთაშორისო პარტნიორების შერჩევა ჩვენთვის ყოველთვის სტრატეგიული პროცესია. მხოლოდ ცნობილ ბრენდებს არ ვეძებთ, ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი პროექტებისა და მომავალი მესაკუთრეებისთვის დამატებით ღირებულებას ქმნიან.

Maya Collection სწორედ ასეთი პარტნიორია. ის ერთდროულად ორ პროექტში შემოდის, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი პროექტები საერთაშორისო ბრენდებისთვის უკვე რეგიონული მნიშვნელობის კურორტებად აღიქმება.
რას წარმოადგენს MayaBay Beach Club და რა როლი ექნება მას Petra Sea Resort-ში?
დღეს წარმატებული კურორტი მხოლოდ სასტუმრო აღარ არის. სტუმრები ცხოვრების სტილს, გასტრონომიას, მუსიკას და განსხვავებულ გამოცდილებას ეძებენ.
MayaBay Beach Club სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია. ის Pullman Hotel & Residences-ის მიმდებარედ განთავსდება და კურორტის ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცევა. MayaBay-ს უკვე დიდი გამოცდილება აქვს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა მონაკო, დუბაი და კურშეველი. სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა გვინდოდა საქართველოშიც.
Maya Collection წარმოდგენილი იქნება გუდაურშიც. რა კონცეფციით ვითარდება ეს მიმართულება და რა ვისთვის იქნება საინტერესო?
Swissôtel Hotel & Residences Gudauri ჩვენი მეორე ფლაგმანური პროექტია. თუ Petra Sea Resort ზღვისპირა ცხოვრების სტილზეა ორიენტირებული, გუდაური სტუმრებს სრულიად განსხვავებულ, მთისა და აქტიური დასვენების გამოცდილებას სთავაზობს.
პროექტი მოიცავს 180-ნომრიან Swissôtel-ს, 290 ბრენდირებულ რეზიდენციას და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანია, საქართველოში პირველი სრულფასოვანი საერთაშორისო კლასის მთის კურორტი შევქმნათ.
აქ MayaBay რესტორნის ფორმატით შემოვა და Swissôtel-ის გასტრონომიული კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდება.
ეს იქნება მთის კურორტისთვის სპეციალურად შექმნილი სივრცე, სადაც მთავარი აქცენტი მაღალი კლასის გასტრონომიასა და après-ski გამოცდილებაზე გაკეთდება. MayaBay-ს მსგავსი კონცეფცია უკვე წარმატებით მუშაობს ფრანგულ ალპებში, ამიტომ გვჯერა, რომ ეს გამოცდილება გუდაურშიც ორგანულად მოერგება გარემოს.
როგორ აისახება Maya Collection-ის შემოსვლა პროექტების საინვესტიციო მიმზიდველობაზე?
დღეს ადამიანები მხოლოდ უძრავ ქონებას აღარ ყიდულობენ – ისინი ყიდულობენ გამოცდილებას, სერვისსა და ცხოვრების სტილს.
Pullman-ის, Swissôtel-ისა და ახლა უკვე Maya Collection-ის მსგავსი საერთაშორისო ბრენდები ზრდიან პროექტების ცნობადობას, მოთხოვნასა და გრძელვადიან ღირებულებას. მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ პარტნიორობებზე დაფუძნებული პროექტები, როგორც წესი, უფრო მაღალი კაპიტალიზაციითა და საინვესტიციო პოტენციალით გამოირჩევა.
რიჩარდ, Maya Collection უკვე ოპერირებს მონაკოში, დუბაიში, კურშეველში, პორტო მონტენეგროსა და სხვა პრემიუმლოკაციებზე. რატომ გახდა საქართველო თქვენი შემდეგი მიმართულება?

რიჩარდ მარია: ჩვენ ყოველთვის მივყვებით ჩვენს სტუმრებს იმ ადგილებში, სადაც ისინი მოგზაურობენ, ცხოვრობენ, ინვესტიციებს ახორციელებენ და საქმიან კავშირებს ამყარებენ.
საქართველო სწორედ ასეთი მიმართულებაა. მას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და სრულად შეესაბამება Maya Collection-ის გრძელვადიან ხედვას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, აქაც შევქმნათ ჩვენი ბრენდის გამოცდილება.
რატომ გადაწყვიტეთ, ბაზარზე ერთდროულად ზღვისა და მთის ორი განსხვავებული კონცეფციით შემოსულიყავით?
Petra Group-თან პარტნიორობა ბუნებრივი არჩევანი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტი, არამედ პარტნიორის ხედვა და ღირებულებები. Petra Group-თან სწორედ ეს თანხვედრა დავინახეთ.
ორივე პროექტი განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის, თუმცა ორივე პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც ჩვენი საერთაშორისო აუდიტორია ელის.
როგორ ინარჩუნებთ ბრენდის იდენტობას სხვადასხვა ქვეყანაში?
ჩვენი კონცეფცია ყველგან ერთსა და იმავე ღირებულებებს ეფუძნება, თუმცა ყოველთვის ვტოვებთ სივრცეს ადგილობრივ კულტურასთან ადაპტირებისთვის. მაგალითად, მენიუს დაახლოებით 20% კონკრეტული ბაზრის გემოვნებასა და ტრადიციებზეა მორგებული.

დაბოლოს, რა გზავნილს უგზავნის Maya Collection-ის საქართველოში შემოსვლა საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას?
ჩვენი გზავნილი მარტივია – საქართველო მომავლის ქვეყანაა.
ვფიქრობთ, ქვეყანას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩვენი სტუმრები უკვე მოგზაურობენ საქართველოში და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს ბაზარი Maya Collection-ის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
როგორც პარტნიორები გვიზიარებენ, ორივე პროექტი განვითარების აქტიურ ეტაპზეა. Petra Sea Resort-ში უკვე მიმდინარეობს ექვსი შენობის მშენებლობა, ხოლო MayaBay Beach Club-ის პროექტზე საერთაშორისო არქიტექტორები მუშაობენ. პირველი სტუმრების მიღება 2027 წლის ზაფხულიდან იგეგმება. მოლოდინი კი ისაა, რომ საქართველო უფრო მეტად მოიზიდავს ახალ აუდიტორიას ტურიზმისთვის და საერთაშორისო რუკაზე პრემიუმდონის ტურისტულ ქვეყნად ჩამოყალიბდება.
[პარტნიორის კონტენტი]











