მაიკლ ჯორდანის 1985 წელს გადაღებული ცნობილი ფოტო, გაშლილი ხელებით, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიას დარჩება. ლეგენდარული კალათბურთელისა და Nike-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, რომელიც Jordan-ის ახალი სპორტული ფეხსაცმლისთვის მომზადდა, ამ სპორტის ამომავალმა ვარსკვლავმა, მაია მურმა, მაიკლის ფოტო გააცოცხლა. ვიდეორგოლი სააგენტო Wieden + Kennedy-მ მოამზადა.