Maybelline-ის ტუშის ვიდეორგოლი, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინტერნეტ სივრცეს იპყრობს, ნათელი დემონსტრაციაა იმისა, თუ როგორ მოქმედებს OOH (Out-of-home) რეკლამები საზოგადოებაზე. მართალია, „წამწამებაპრეხილი“ მატარებლები თუ ავტობუსები რეალობას არ შეესაბამებოდა და ყველაფერი მხოლოდ CGI ტექნიკით დამუშავდა, მაგრამ ამას ბრენდის პოპულარიზაციაზე ნაკლები ეფექტით არ უმოქმედია…
ამ ვირტუალურმა კამპანიამ შესანიშნავად წარმოაჩინა ის უზარმაზარი გავლენა, რომელიც შეიძლება OOH რეკლამებმა მოუტანოს ბრენდებს. ნაცნობ გარემოში რაღაც უჩვეულოს, თუნდაც კომიკურის, დანახვა ადამიანების ფანტაზიას აუმჯობესებს და აღტაცების დონეც იმატებს. თანამედროვე რეალობამ კი ამგვარი ტიპის მარკეტინგს დამატებითი შესაძლებლობები მიანიჭა — მაგალითად, ბოლო 15 წლის განმავლობაში გაციფრულების ტენდენციამ მარკეტერებს საშუალება მისცა, ყველაფერი მხოლოდ ციფრული პლატფორმების რეალობად აქციონ და მაინც ანალოგიური გავლენით მიიპყრონ ხალხის ყურადღება.
Maybelline-ის მაგალითზეც აშკარაა მსგავსი მარკეტინგის უპირატესობა: რეალურ სამყაროში არ შეგვიძლია მასიური წამწამების მატარებელზე დამაგრება (ან მეტ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული), მაგრამ შემოქმედებითობის დინამიკურად მორგება სწორედ ციფრულმა ხელოვნებამ გახადა შესაძლებელი. თავის მხრივ, ეს უდიდეს არეალს ხსნის კრეატორებისთვის — რეალობაზე დაფუძნებული „სიყალბე“.