მარტის ბოლო ის პერიოდია, როცა ამომავალი მზის ქვეყანაში, ანუ იაპონიაში ალუბლის ხეები ყვავილობას იწყებენ. როცა იაპონური ქუჩები სავსეა მოვარდისფრო ყვავილებით გადაპენტილი ხეებით. იაპონელებისთვის ეს ერთგვარი დღესასწაულია, რომლის სანახავადაც, როგორც წესი, მსოფლიოდან უამრავი ტურისტი ჩადის ხოლმე იაპონიაში.
“მაზდა ცენტრი თეგეტამ” გადაწყვიტა, აღნიშნული დღესასწაულისთვის დაემთხვია თავისი ახალი კამპანია “ალუბლის ყვავილობა”, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რესპონდენტის მეშვეობით ქართულ საზოგადოებას იაპონურ კულტურაზე ინფორმაციას მიაწვდიდა.
უფრო დეტალურად, კამპანიის შესახებ “მაზდა ცენტრი თეგეტას” მარკეტინგის მენეჯერს, თამარ ხოსროშვილს გავესაუბრეთ:
M: პირველ რიგში, საიდან გაჩნდა მსგავსი კამპანიის წამოწყების იდეა, როდის დაიწყო და რამდენ ხანს გაგრძელდება?
როგორც იცით, მაზდა იაპონური ბრენდია, რომელიც ერთი საუკუნის წინ, 1920 წელს Jujiro Matsuda-მ დააარსა. თვითონ იაპონია არის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ინდივიდუალური ხასიათის ქვეყანა თავისი კულტურით, არქიტექტურით, კულინარიით, ხასიათითა თუ ადათ-წესებით. ეს ინდივიდუალიზმი მაზდას ავტომობილებში ძალიან კარგად აისახება და იგრძნობა მის ყველა დეტალში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა მაზდას ბრენდის წარმომავლობა და გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ვიყოთ ამ დიდი კულტურის თანამონაწილეები. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გაჩნდა კამპანიის წამოწყების იდეაც. გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო ეს უნიკალური ქვეყანა. რუბრიკა „ალუბლის ყვავილობა“ 2021 წლის მარტის მიწურულს დავიწყეთ და გაზაფხულის პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით და აუცილებლად 2022 წელსაც დაგიბრუნდებით გაზაფხულზე.
M: რატომ „ალუბლის ყვავილობა“?
იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ქცეული საკურა, დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარეა, რომლის ყვავილობა მარტის მიწურულს იწყება და იაპონიაში ის ალუბლის ყვავილობის სახელით არის ცნობილი. აქვე აღვნიშნავ, რომ საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ, ხოლო 1992 წლიდან „იაპონური საკურის საზოგადოების“ მიერ ოფიციალურად აღინიშნება მისი ყვავილობა, როგორც დღესასწაული. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი რუბრიკა სრულიად იაპონიას ეთმობა, ვიფიქრეთ რომ „ალუბლის ყვავილობა“ ძალიან დამახასიათებელი სახელი იქნებოდა.
M: ვინ არიან ის ადამიანები, (თუკი ჯერჯერობით საიდუმლო არაა) ვინც იაპონურ კულტურაზე ისაუბრებენ და რა კრიტერიუმით შეირჩნენ ისინი?
ჩვენი პირველი რესპოდენტი გიორგი ბაქარაძეა, ჯერჯერობით სხვა რესპოდენტებს საიდუმლოდ შევინახავთ, ხოლო რაც შეეხება კრიტერიუმებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი იაპონიისა და მისი კულტურასთან სიახლოვე და პატივისცემაა.
[R]