თუ იაპონურ ხარისხს, კომფორტს და ეკონომიას აფასებთ, Mazda-ს მარკის ავტომობილები სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. შესანიშნავი დინამიკა, დახვეწილი ინტერიერი და იაპონური ხარისხი – ეს ის მახასიათებლებია, რაც Mazda-ს ყველასგან გამოარჩევს. მისი დიზაინის საფუძველი – ფანტაზია და წარმოსახვაა, რაც ავტომობილს სიცოცხლეს შთაბერავს და მძღოლისთვის მაქსიმალურ კომფორტს ჰქმნის.
ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას SkyActive ძრავი წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, იზრუნოს გარემოზე, იყოს თანამედროვე და კომფორტული. SkyActive ძრავი ეკონომიურობას აღწევს საწვავის შემფრქვევი უახლესი სისტემით, რომელიც ავტომობილს აძლევს საშულებას არ დაკარგოს სიმძლავრე და კომფორტი მართვის დროს. Mazda CX30 მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, მას 100 კმ.-ის დასაფარად მხოლოდ 6.3 ლ. საწვავი სჭირდება. ამასთან, „მაზდას“ ბრენდის ავტომობილებში მინიმუმამდეა დაყვანილი გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები და არ აბინძურებს გარემოს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/MazdaGeorgia/videos/2553569188199544/” width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]
2019 წელს, „World Car Award“-მა ქალებისთვის საუკეთესო ავტომობილად Mazda 3 დაასახელა. 2020 წელს კი, იმავე მოდელმა გაიმარჯვა კატეგორიაში „წლის მსოფლიო დიზაინი“.
ბრენდის ინჟინრების მთავარი ამოცანაა, შექმნან ავტომობილები, რომლებიც მართვისას მაქსიმალური კომფორტით, გამძლეობით და ეკონომიურობით გამოირჩევა.
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული ორადგილიანი ავტომობილი Mazda MX5-ია, რომელიც პირველად 2020 წელს შემოვიდა საქართველოში, მისი ნახვა შესაძლებელია „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში. 11 მაისიდან, „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ჩვეულ სამუშაო გარემოს დაუბრუნდა და მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებაც შესთავაზა.
„მძიმე პერიოდის შემდეგ, „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის Mazda-ს ავტომობილებზე საუკეთესო ფასი შეგვეთავაზებინა. ამ მოცულობის, 17 000 ლარამდე ფასდაკლება არასდროს არ განგვიხორციელებია. ფასდაკლება ვრცელდება „მაზდას“ მთელ რიგ მოდელებზე. ამავდროულად, 500 ლიტრი საწვავი გადაეცემა ყველა მომხმარებელს, ვინც „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ შეიძენს ავტომობილს. მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ, ისარგებლონ trade in პირობით, რაც გულისხმობს ძველი ავტომობილის ჩაბარებას და ახლის გაყვანას. რაც მთავარია ჩვენ ვთავაზობთ ავტომობილების ტესტ-დრაივს, რომ შეძენამდე, მომხმარებელმა, ბოლომდე გაიცნოს Mazda და შეიგრძნოს მისი კომფორტი, რომელიც ავტომობილის ყველა დეტალში იგრძნობა“, – ამბობს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი თამარ ხოსროშვილი.
„მაზდას“ ავტომობილებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „მაზდა ცენტრი თეგეტას შოურუმში“ – თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. #142. ტელ.: 2 44 11 22
პარტნიორის კონტენტი