კომპანიები მომხმარებლებისადმი ზრუნვას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, თუმცა, რასაკვირველია, პირველ რიგში – პროდუქტით. როდესაც საქმე ავტომობილს ეხება, ჩვენ ყოველთვის გვსურს, ის იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ამავდროულად, დახვეწილი და, რაც მთავარია, უბრალოდ გვინდა, ვგრძნობდეთ, რომ დაცულად ვართ..
17 ოქტომბერს თბილისში არსებულ მაზდას შოურუმში იაპონური საღამო მოეწყო. ეს კი, სწორედ ის საღამო იყო, რომელზეც ზემოხსენებულ შეგრძნებებთან ერთად, მაზდას მომხმარებლებს კიდევ ერთი რამ უნდა ეგრძნოთ – რომ მაზდა მანქანის გარეთაც ზრუნავს თავის მომხმარებლებსა და პოტენციურ მყიდველებზე. პოტენციური მყიდველები კი აქ შემთხვევით არ მითქვამს, ეს მართლაც ისეთი საღამო იყო, რომელზეც უბრალოდ გენდომებოდა, გყოლოდა მაზდა.
და მაინც, რით იყო გამორჩეული ღონისძიება? მაზდას შოურუმში მასშტაბშემცირებული იაპონია დაგვხვდა. მუსიკა, ინტერიერი, ზუსტად იმგვარი განათებები, როგორსაც იაპონურ ქუჩებში ხეტიალისას გადააწყდები, მრავალგვარი, ადგილზე დამზადებული სუში და შთამბეჭდავი იაპონური ცეკვა..
საღამო სავსე იყო სიურპრიზებით.. ტკბილი ორცხობილების გატეხვისა და მასში იღბლიანი რიცხვების პოვნის შემდეგ გათამაშდა “ჯიპისის” და “ლუტეციას” საჩუქრები, ბოლოს კი, ზუსტად ის ნივთი, რომელიც ალბათ ყველას ენდომება, რომ სახლში ჰქონდეს: რუსუდან ფეტვიაშვილს ნახატი. დადებითმა ემოციებმა საღამო კიდევ უფრო მხიარული და საინტერესო გახადა.
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა, რომელმაც ქართულ-იაპონურ ურთიერთობებზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ამგვარი საღამო გაიმართა თბილისში.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს SkyActive-ის ძრავა წარმოადგენს, რომლის მეშვეობით მაზდამ შეძლო ჰიბრიდული ძრავის გარეშე გაეწია კონკურენცია ბაზარზე არსებული ჰიბრიდული ავტომობილებისთვის.
SkyActive ნიშნავს, ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, ის ამავდროულად მომხმარებელს აძლევს საშუალებას, იზრუნოს გარემოზე, იყოს თანამედროვე და მართოს ავტომობილი კომფორტულად. მაზდას ინოვაციურმა ძრავამ საკმაო გამოხმაურება და დაინტერესება გამოიჩინა მისულ სტუმრებში.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე