in

MAZDA-ს ახალი ლოგო აქვს — რა შეგვიძლია ვისწავლოთ წარმატებული რებრენდინგიდან?

რებრენდინგი დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, ბრენდის მემკვიდრეობასაც უნდა სცეთ პატივი და არც თანამედროვეობაზე თქვათ უარი. თუ ამას გაუმკლავდებით, ევოლუციის შემდეგ ნაბიჯს წარმატებით გადადგამთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რაღაც ისეთი შეიძლება დაგემართოთ, რაც, მაგალითად, იაგუარს მოუვიდა. 

BOG
BOG

ბოლო წლებში ავტომობილების მწარმოებელი ბრენდები ლოგოების გაბრტყელებისა და გამარტივებისკენ ისწრაფვიან და, უნდა ითქვას, რომ ასე მეტად მორგებულები ხდებიან ციფრულ სამყაროზეც… თუმცა, თუ იაგუარმა სრულ მინიმალიზმში შეაბიჯა და უკან მოიტოვა თავისი მდიდრული მემკვიდრეობა დიზაინის ენაში, მაზდამ საპირისპირო მიდგომაზე შეაჩერა არჩევანი — დაამტკიცა, რომ ბრენდის გათანამედროვება იდენტობის ხარჯზე სულაც არ უნდა მოხდეს. 

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ Mazda-ს ახლად გამოშვებული ლოგო დახვეწილობის მაგალითია — კომპანიამ თავისი პრიალა 3D სიმბოლო მეტად გამარტივებული ვერსიით წარმოგვიდგინა ისე, რომ მის ძირითად ელემენტებზე უარი არ უთქვამს. M ხელუხლებლად რჩება, მისი ფრთები კი კვლავ მოძრაობისა და ამბიციების განცდას ბადებს.

აქ უბრალოდ იდეის აღსრულების ფორმა შეიცვალა: ხაზები და კუთხეები მკვეთრია, პრეზენტაციაც უფრო სუფთა, შედეგად კი ვიღებთ ლოგოს, რომელიც მანქანაზეც ისე გამოიყურება, როგორც ჩვენი სმარტფონის ეკრანებზე. ეს კი მხოლოდ დეტალების დონისა და ვიზუალური დამუშავების ხარჯზე მოხდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ მანქანებმა მომრგვალებული ფორმებიდან მკვეთრი კუთხეებისკენ გადაინაცვლა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ მსგავსად ლოგოების შემთხვევაშიც?! ზუსტად ასე მოიქცა Mazda-ც, ოღონდ ისე ოსტატურად, რომ მემკვიდრეობაც შეინარჩუნა და თანამედროვე ელფერიც მიიღო.

დიახ, დროსთან ერთად ვიცვლებით, მაგრამ ჩვენი არსი იგივე რჩება“.

რა გაკვეთილის სწავლა შეუძლიათ სხვა ბრენდებს მაზდას რებრენდინგიდან?

წარმატებული რებრენდინგისთვის გადახედვა ნამდვილად ღირს, რათა ვისწავლოთ, როგორ გავიმეოროთ მსგავსი შედეგი. ამიტომაც ახლა, რამდენიმე დეტალზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას:

ტრენდებს არ აჰყვეთ და მიზანზე ორიენტირებული დარჩით 

რედიზაინი ბრენდისა და მომხმარებლის გამოცდილების საჭიროებებს შეუსაბამეთ და უბრალოდ ესთეტიკურად არ განაახლოთ იგი. 

შეინარჩუნეთ დნმ

თუ თქვენი ამჟამინდელი ლოგო მოიცავს სხვებისთვის ნაცნობ, საკულტო ელემენტებს, ნუ ამოიღებთ მათ. ეცადეთ, თანამედროვე კონტექსტში მოაქციოთ. 

იფიქრეთ ციფრულად

შესაძლოა, თქვენი ლოგო ვებგვერდზე ცოტათი დიდი იყოს ან ცოტათი პატარა სოციალურ მედიაში. აქ კი გამარტივებული ნიშანი დაგეხმარებათ, რომელიც ყველა ციფრულ მედიუმში იდეალურად გამოიყურება. 

დააკვირდით თქვენს ევოლუციას

ბრენდის იდენტობის განვითარების გზა თანდათანობითი შეიძლება, იყოს. გაიაზრეთ, რომ ბრენდის კაპიტალის ასაშენებლად საფუძველია საჭირო.

დახვეწა ხელახალი გამოგონების წინააღმდეგ

დაბოლოს, მარტივად გეტყვით, ბრენდის ნდობასა და ცნობადობას არსებული ლოგოს დახვეწილი ვარიანტი უფრო გააუმჯობესებს, ვიდრე რაღაც ახლის გამოგონება.

ყველაფერი რომ იდეალურად გამოგივიდეთ, 5 შეცდომასაც გაეცანით, რომლებიც ლოგოს შექმნისას არ უნდა დაუშვათ.

როგორ დავიცვათ კიბერუსაფრთხოება ჩვენს კომპანიაში

„გერნიკა“ – პიკასოს შემოქმედება, როგორც პოლიტიკური პროტესტის გამოხატულება