6
Feb
2019

რა სიახლეს ამზადებს Mazda ჟენევის ავტოშოუსთვის?

6 Feb 2019

ჟენევის საერთაშორისო ავტოშოუზე (5-17 მარტი) “მაზდა” SUV-კლასის სრულიად ახალ მოდელს წარადგენს – იაპონურმა ავტომწარმოებელმა ახალი ქროსოვერი ოფიციალურად დააანონსა. ავტომობილის სახელწოდება ჯერ ცნობილი არ არის. “მაზდას” ინფორმაციით, ეს იქნება სრულიად ახალი მოდელი კიდევ უფრო დახვეწილი ე.წ. Kodo-დიზაინით. ავტომობილი ტექნიკურად ახალ, Skyactiv-პლატფორმაზეა (Skyactiv-Vehicle Architecture) ბაზირებული, რომელიც ბოლო თაობის Mazda 3-შიც გამოიყენეს.

ახალ მოდელს ინოვაციური, ბოლო თაობის Skyactiv-ძრავები ექნება – მათ შორის ბენზინის რევოლუციური აგრეგატი Skyactiv-X, რომელიც წვის კამერაში საწვავის ანთების უნიკალური მეთოდით გამოირჩევა და ამით ბენზინისა და დიზელის ძრავების მთავარ უპირატესობებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ “მაზდას” ლეგენდარული მოდელი MX-5 30 წლის ხდება. განსაკუთრებულ იუბილესთან დაკავშირებით როდსტერის ლიმიტირებული ზონდერმოდელი გამოდის – Mazda MX-5 30th Anniversary Edition, რომელიც ასევე ჟენევის ავტოშოუზე იქნება წარმოდგენილი. ავტომოყვარულები მას პირველად ჩიკაგოს ავტოშოუზე (19-18 თებერვალი) იხილავენ.

“მაზდას” საქართველოს წარმომადგენლობაში სიახლეა. “მაზდა ცენტრი თეგეტა” თბილისში უკვე ახალ მისამართზეა წარმოდგენილი. შოურუმი აკაკი ბელიაშვილის #142-ში მდებარეობს.

[R]

განხილვა