in

Mazi-ს ციფრული დღიური თქვენს აზრებს ჩაიწერს

ხელით წერა უკვე აღარ დაგჭირდებათ…

ფსიქოლოგთა აზრით, დღიურების შევსება სტრესის შემცირებას უწყობს ხელს. თუმცა ფაქტი ისაა, რომ წერას ბევრი დრო სჭირდება, იქნება ეს ტრადიციული დღიური თუ ონლაინ ბლოგი… აქ კი გამოსავალი Mazi-ს გამოყენებაა.

ეს ციფრული დღიურია, რომელიც თქვენი აზრების ჩაწერის საშუალებას გაძლევთ. ერთადერთი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, ლაპარაკია. Mazi-ს საკუთარი აპლიკაციაც აქვს, რომელშიც თქვენი საუბრის ჩანაწერები ინახება. როგორც ამბობენ, ეს პროცესი მეგობართან საუბარს ჰგავს… თანაც, პანდემიის გამო, ადამიანებს სოციალურ იზოლაციასა და მარტოობასთან გამკლავება უწევთ, სტრესის შემცირებისთვის კი Mazi საუკეთესო პარტნიორი იქნება.

მართალია, კონკრეტული მოწყობილობა პასუხს არ დაგიბრუნებთ, მაგრამ ხშირად ჩვენ ხომ მხოლოდ კარგად მოსმენა გვჭირდება… 

დიახ, იგი პატარა ჩამწერის მსგავსად მუშაობს, ისეთის, როგორებსაც სმარტფონების გამოგონებამდე იყენებდნენ. ჩასაწერად, გადასახვევად თუ მოსასმენად შესაბამის ღილაკს უნდა დააჭიროთ, თქვენ მათი წაშლა ან კონკრეტული ნაწილის გამოყოფაც შეგეძლებათ… თუმცა ამისთვის მობილური აპლიკაცია არ დაგჭირდებათ, რადგან რედაქტირებას პირდაპირ Mazi-ს სამი სენსორით მოახერხებთ.

რაც შეეხება დიზაინს, იგი თეთრი და აგურისფერებით შექმნეს, რითაც მინიმალისტურ სტილსაც ინარჩუნებს. მის ტარებას კი ყელსაბამის მსგავსად შეძლებთ. ამასთან, Mazi-ს დამაგრება მაისურსა და ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი, ისე რომ ხელებიც თავისუფალი გექნებათ.

#Bank of Georgia Update: რას ამარტივებს ბიზნესისთვის გადახდების მართვის პლატფორმა?

ჩემი 3 ფავორიტი რეკლამა – ეკატერინე ებანოიძე