16 მარტს თბილისი უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას – MBA25, რომელშიც ჩართულები არიან Duke, INSEAD და Manchester-ის სამი ცნობილი ბიზნეს სკოლა. Marketer.ge ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორია.
სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ მთელი დღე ბიზნესის სკოლების წარმომადგენლებთან გაატარონ და ისწავლონ წარმატებული კარიერის კეთების საუკეთესო გზა! თქვენ გელოდებათ ინტერაქციის სამი სხვადასხვა სახეობა, სამი ინოვაციური ფორმატი, პრეზენტაციები, რომელთა მოსმენით არ მოიწყენთ, სწრაფი ტემპი და საქმეზე ორიენტირებული მიდგომა!
МВА25 კონტინენტური შეჯიბრი ინტერაქტიული დისკუსიაა ამერიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სკოლებთან.
საინფორმაციო სესიის ფორმატი ბიზნესის სკოლებთან ღია დიალოგია. თქვენ შეძლებთ გაეცნოთ თითოეული სკოლის პროგრამას და შეარჩიეოთ თქვენი სასურველი MBA.
ფორმატი 1-2-1 არის სკოლის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა. გამოსცადე შენი თავი, თუკი თვლი, რომ მზად ხარ ჩააბარო!
მონაწილეობის პირობები:
- მონაწილეობა უფასოა
- მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მითითებულ ბმულზე