in

საკრედიტო ბარათები ცხოველების გადაშენების სავარაუდო თარიღებს გვამცნობენ – MBNA-ის პრინტ კამპანია

MBNA საკრედიტო ბარათების ბრიტანული კომპანიაა, რომელის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების სასარგებლო საქმის კეთებისკენ წახალისება და გარემოზე ზრუნვა, მისი დაცვაა. იმისთვის, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს, ბრენდი ხშირად ახორციელებს სოციალურ კამპანიებსა თუ სხვადასხვა სახის აქტივობებს. ამჯერად, MBNA-მ ყურადღება იმ ცხოველებზე გაამახვილა, რომლებსაც მოუფრთხილებლობის შემთხვევაში სულ მალე დავკარგავთ. კომპანიამ  მათი სურათებით შექმნა თავისი ახალი საკრედიტო ბარათები, რომლების მოქმედების ვადაც ზუსტად იმ თარიღამდეა, სადამდეც ამ ცხოველებს გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. კამპანიის ფარგლებში, მსურველებს საკუთარი ანგარიშიდან სასურველი თანხის გადარიცხვის საშუალებაც აქვთ იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც მათზე ზრუნვა აკისრიათ. პრინტ კამპანიის მომზადებაზე სააგენტო TWBA-მ იზრუნა.

BOG
BOG

ახალი სერიის პირველი წარმომადგენელი! – Mercedes-Benz-ი X-Class-ს გვაცნობს

უძილობის მძიმე შედეგები – ავეჯის მწარმოებელი კომპანიის პრინტ კამპანია