in

ნახეთ: მბრუნავი ფასადის მქონე შენობა, რომელიც ტალღისებურ ეფექტს ქმნის

მასზე ფარჰად მირზაიმ და A.P.P Architects & Associates-მა იმუშავეს

ტიპური მინის საოფისე შენობებში ხშირად რთულია ბუნებრივი შუქის მიღება და ამავდროულად, უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არქიტექტორმა ფარჰად მირზაიმ და A.P.P Architects & Associates-მა ერთობლივი მუშაობის პარამეტრული აგურის ეკრანი შექმნეს.

BOG
BOG

მბრუნავი აგური Serai ირანის ქალაქ არაკში მდებარე საოფისე შენობისთვის არის დამზადებული და იგი, ფასადზე ბრუნვისათვის, ალგორითმს იყენებს. ეს თანდათანობითი ბრუნვა ტალღოვან ეფექტს ქმნის, რომელიც ნებისმიერი კუთხიდან განსხვავებულად აღიქმება. იერს კიდევ უფრო აძლიერებს ერთი დახვეწილი დეტალი — თითოეული აგურის ბოლოები ლურჯ და მწვანე ფერებშია შეღებილი, რათა ბრუნვის ეფექტს გაუსვას ხაზი.

პარამეტრული დიზაინი თანამედროვე არქიტექტურაში პოპულარული ტენდენციაა. იგი დიზაინერებს ეხმარება, ფუტურისტულ ფორმებს და კონტროლის მაღალ დონეს მიაღწიონ. აგურები კი განსაკუთრებით გამოსადეგია ამგვარი დიზაინისთვის, რადგან მცირე ზომის დეტალების მანიპულირება სხვადასხვა გზით შეიძლება — მათ შორის, ბიძგი, ტრიალი და ა. შ.

რატომ იქნება გაფართოებული რეალობა “მეტავერსის გული”?

„ვიდუფუდი“: „ნულოვანი დანახარჯით, მომხმარებელს საკუთარი ონლაინ სამზარეულოს შექმნას ვთავაზობთ“