12
Nov
2018

„მაკდონალდსმა“ საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო

12 Nov 2018

„მაკდონალდსის“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო. აქციის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ ქუთაისის დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროს“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს დაეხმარება. უკვე ტრადიციად ქცეული კამპანიის მიზანია სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება. კომპანიის თქმით, „მაკდონალდსი“ მუდმივად ცდილობს ბავშვებისთვის გააუმჯობესოს გარემო და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

„მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავ ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად, კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 4 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დავამზადეთ: სტიკერი, გასაღების საკიდი, ჩანთა და მისალოცი ბარათი, რომელიც სპეციალურად აქციისთვის დაამზადა საწარმო „ფარშევანგმა“.  ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილე ხდება“, – აცხადებენ „მაკდონალდსში“.

აქციიდან შემოსულ თანხას „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციას – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენას. მინივენი მოხმარდება ბენეფიციარების ქუთაისის მიმდებარე სოფლებიდან, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრებიდან ქუთაისის დღის ცენტრში ტრანსპორტირებას, სადაც მათთვის აუცილებელ თერაპიას გადიან. „დღის ცენტრის“ სერვისი ითვალისწინებს ბავშვების სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით.

რაც შეეხება წინა წლების აქციის შედეგებს, 2017 წელს, Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსმა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვისთან” ერთად, უზრუნველყო ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015-ში სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.

[R]

განხილვა