in

„მაკდონალდსის“ ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანია Mc Happy Day დაიწყო!

„მაკდონალდსი“ აგრძელებს ყოველწლიურ ტრადიციას და, 15 აპრილიდან 1 ივნისამდე, საქველმოქმედო კამპანიას – Mc Happy Day მართავს. ბრენდისთვის განათლების ხელშეწყობა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა პრიორიტეტულია, ამიტომაც საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ინკლუზიური სწავლების სკოლების ბენეფიციარებს დაეხმარება – კომპანია მცირემხედველი ბავშვებისთვის შესაბამის ინვენტარს შეიძენს.

სპეციალური ინვენტარი, რომელსაც „მაკდონალდსი“ ბათუმის, თბილისის, ქობულეთის, ხულოს, სოფლების – ქეთქეთის, ახალშენისა და ოჩხამურის ინკლუზიური პროფილის სკოლების ბენეფიციარებს გადასცემს, უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებს სწავლას და ყოველდღიურ საქმეებს გაუადვილებს.

სკოლების ბენეფიციარებს გადაეცემათ მექანიკური ბრაილერი, რომლითაც ტოტალურად უსინათლოები ბრაილის შრიფტით ბეჭდვას შეძლებენ. ამასთან, მოსწავლეები და სტუდენტები აუდიოფორმატში ჩაწერილი ლიტერატურის და სახელმძღვანელოების წასაკითხ პლეერს დავალებების მოსამზადებლად და სამეცადინოდ გამოიყენებენ. გარდა ამისა, ბენეფიციარები „მაკდონალდსისგან“ მიიღებენ გამადიდებელ ეკრანს მცირემხედველებისთვის, ხმოვან სასწორს პროფესიულ განათლებაში ჩართული უსინათლო პირებისთვის, სითხის საზომ მოწყობილობას, რომელიც უსინათლოებს ხმის გამოცემით ამცნობს ჭურჭლის სითხით შევსებას, თეთრ  ხელჯოხს უსინათლოების დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის და ყურსასმენებს მათი ყოველდღიური საჭიროებებისთვის.

Mc Happy Day-ის ტრადიციული საქველმოქმედო კამპანიის მთავარი მიზანი იმ პატარების მხარდაჭერაა, რომელთაც სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა და სხვა ბარიერებთან გამკლავება სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ „მაკდონალდსი“ ინარჩუნებს Mc Happy Day-ს უნიკალურ ფორმატს და ის მომხმარებლებს საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობის საშუალებას წელსაც აძლევს. ამ მიზნით, ბრენდის ყველა რესტორანში, სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი, ბრენდირებული პრომო აქსესუარები – სტიკერი, წინდა, საკიდი და ჩანთა იყიდება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მცირემხედველი ბავშვების  განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

1 ივნისს, „მაკდონალდსი“ ბენეფიციარებს თანხას საზეიმო ვითარებაში გადასცემს, ინვენტარის შესაძენად.

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, Mc Happy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას უწევს დახმარებას. მაგალითად, 2019 წელს „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ზუგდიდის ფილიალს — მინი ავტობუსების, ხოლო 2018 წელს ქუთაისის დღის ცენტრ „ჯადოსნურ სამყაროს“ მინივენის შეძენაში დაეხმარა. 2017 წელს კომპანიამ, Mc Happy Day-ს ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ერთად, ქუთაისის დღის ცენტრში, სენსორული ოთახი მოაწყო, 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი, 2015 წელს კი, სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობით, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლისთვის მიკროავტობუსი შეიძინა.

ამასთან, Mc Happy Day-ს კამპანიის ფარგლებში, არაერთი საქველმოქმედო აქტივობა გაიმართა  ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, დიმიტრი ცინცაძის ფონდის თუ სხვა ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

 

[პარტნიორის კონტენტი]

“ფორსაჟი 9”-ს კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა! [ვიდეო]

„დალიე და ითამაშე“ – „ბაკურიანის“ შეფუთვაზე Disney-ს პრინცესების მეორე სერია გამოჩნდა!