in

Mc Happy day – „მაკდონალდს საქართველომ“ აუტიზმის ცენტრი „პირამიდას“ ბენეფიციარებს ჯადოსნური სივრცეები შეუქმნა

ბავშვობა – დრო, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ზღაპრული მომენტები და სიხარული. მაკდონალდსი, რომელიც წლებია მხიარულებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება, ამჯერად, თბილისის აუტიზმის ცენტრი „პირამიდას” ბენეფიციარებს ესტუმრა და  სიურპრიზებით სავსე, ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა. ამასთან, საყვარელი პროდუქტებითაც გაუმასპინძლდა, დაასაჩუქრა და ახლადშექმნილ სივრცეებში სხვადასხვა გასართობი აქტივობებიც შესთავაზა. 

Mc Happy Day – ასე ჰქვია  მაკდონალდსის საქველმოქმედო კამპანიას , რომელიც მსოფლიო მასშტაბით,  მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობებსა და მხარდაჭერას მოიცავს.  შეგახსენებთ, რომ „მაკდონალდს საქართველომ“  ტრადიციული Mc Happy Day 1 ივნისს დაიწყო და წინა წლების მსგავსად, მიზნად დაისახა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია თუ განათლების ხელშეწყობა. ვინაიდან აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა, საქველმოქმედო  კამპანიის ფარგლებში, „მაკდონალდს საქართველომ“ გარე სივრცეში მოდელირებული კოტეჯების მშენებლობაზე გააკეთა აქცენტი, რადგან მსგავსი წარმოსახვითი სავარჯიშოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ავითარებს მათ კომუნიკაციის უნარებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

„მაკდონალდს საქართველოსა“ და მისი ერთგული მომხმარებლების ჩართულობით, McHappy Day-ის კამპანიის ფარგლებში, აუტიზმის ცენტრის „პირამიდას” ბენეფიციარი ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცეები შეიქმნა. მოდელირებული კოტეჯები მოიცავს ამბულატორიას, კაფესა და სილამაზის სალონს, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისად და სადაც შესაძლებელია სინამდვილესთან მაქსიმალურად ახლოს მოეწყოს სხვადასხვა სოციალური სიტუაციების სიმულაციური თამაშები. 

ახლა პატარებს საკუთარი, განსაკუთრებული სამყარო აქვთ, სადაც თამაში, სწავლა და განვითარება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და გართობასთან ერთად ცხოვრებისეულ უნარებსაც ეუფლებიან. „პირამიდას“ ეზოებში განთავსებული ახალი სივრცეები ახალ შესაძლებლობებს უქმნის  აუტიზმის სპექტრის მქონე პატარებს –  გაიუმჯობესონ უნარები და მარტივად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. კამპანიის ფარგლებში ცენტრს საჩუქრად მაკდონალდსის ფლეილენდის სხვადასხვა აღჭურვილობაც გადაეცა. 

რადგან მწვანე მიმართულება მაკდონალდს საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მაკჰეფი დეის ფარგლებში, კომპანიამ „პირამიდას“ მცენარეების დარგვის პროექტიც  დაუფინანსა. ბავშვები მცენარეებს საკუთარი ხელით მოხატულ ქოთნებში რგავენ. ასეთი პროექტები გარდა იმისა, რომ ბავშვებს გარემოზე ზრუნვასა და ბუნებასთან სიახლოვეს პატარაობიდანვე ასწავლის, ასევე მათი მოტორული უნარების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. 

„მაკდონალდს საქართველო“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია,  McHappy Day-ის ფარგლებში წლებია ქმნის ისტორიებს, სადაც თითოეული თავი ახალი იმედით, სიხარულითა და წარმატებით არის სავსე. ასეულობით ბავშვის ღიმილი – ეს არის შედეგი იმ მრავალწლიანი საქველმოქმედო კამპანიისა, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ გამოხატულებად იქცა. Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ასეულობით ბავშვს დავეხმარეთ.  ჩვენთვის  მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა და  მუდმივად ვცდილობთ მათ გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. წელს გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციისთვის,  აღმოგვეჩნა დახმარება. მომხმარებლების თანამონაწილეობით,  შევქმენით მოდელირებული სოციალურ გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რათა გაიუმჯობესონ უნარები და მარტივად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. იქედან გამომდინარე, რომ „მაკდონალდს საქართველოსთვის“ გამწვანება და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, McHappy Day-ის კამპანიის ფარგლებში, ცენტრს ასევე დავუფინანსეთ მცენარეების დარგვის პროექტიც. მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე დაიწყონ. მაკდონალდსისთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გვინდა მათ სახეზე ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ,“ აღნიშნავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია.

„ჩვენი ბენეფიციარები იღებენ საათობრივი თერაპიის სერვისს. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მშობლებს, რომ თერაპიის შემდეგ, ბავშვებმა მეტი დრო გაატარონ ეზოში, სადაც, შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და თავისუფალი დროის მიზანმიმართულად გატარებას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დახმარების ხელს გიწვდის ბიზნესი და ცდილობს პატარების სოციალური ყოფა კიდევ უფრო კომფორტული და მათზე მორგებული გახადოს. მოდელირებული სოციალურ გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სწორედ,  „მაკდონალდს საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა. მადლობა მაკდონალდსს ასეთი საინტერესო პროექტისა და მხარდაჭერისთვის. მათმა გულისხმიერებამ და ჩართულობამ, კიდევ უფრო, გააუმჯობესა ჩვენი ბენეფიციარების ყოველდღიურობა  და სოციალური გარემოც. დღეს ისინი სივრცეში გვესტუმრნენ და ჩვენს ბენეფიციარებს ერთი ლამაზი დღე განსაკუთრებულად გაულამაზეს. მაკდონალდსი  ყოველთვის ცდილობს, ჩვენს პატარებს ჯადოსნური მომენტები შეუქმნას,“ – ამბობს „პირამიდას“ ცენტრის დირექტორი სალომე გაბაძე.

წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია „გაუწოდე დახმარების ხელი” და მაკდონალდსის შეწირულობასთან ერთად, მომხარებელსაც შეეძლო მონაწილეობა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, McHappy Day-ის ვიზუალის სტიკერი სიმბოლურ ფასად, 1,5 ლარად გაიყიდა, შემოსული თანხა კი სრულად აუტიზმის ცენტრ „პირამიდას“ ბენეფიციარი ბავშვების შემეცნებით პროექტებსა და ცენტრების შესაბამისად აღჭურვას მოხმარდა. გარდა ამისა, მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცა, აპლიკაციის ქულების სანაცვლოდ განეხორციელებინა დონაცია და  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს დახმარებოდა. 

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას და სამომავლოდაც გააგრძელებს სხვადასხვა ბენეფიციარების დახმარებასა და მხარდაჭერას. 

[R]

როგორ დავეხმაროთ გუნდის წევრებს ეფექტურ თანამშრომლობაში?

საჩუქრების დრო დგება! – John Lewis-ის საახალწლო ვიდეორგოლი დაიდო!