თუკი კარგ ამბებს რეკლამა არ სჭირდება, მაშინ სარეკლამო სივრცის სხვებისთვის დათმობაც შეიძლება. ცოტა ხნის წინ, მაკდონალდს საქართველოს ყველა რესტორანმა მხოლოდ McCafe-ს ყავის შეთავაზება დაიწყო. მშვენიერი ამბავია – სხვა დროს, ასეთ სიახლეს მასშტაბურ კამპანიას მიუძღვნიდნენ, თუმცა, ამ ამბავს რეკლამა არ სჭირდება. ჰოდა, რაკი ასეა, მაკდონალდს საქართველომ გადაწყვიტა საკუთარი ბილბორდის სარეკლამო სივრცე სხვა კომპანიებისთვის დაეთმო. ამის შესახებ განცხადებაც გამოაკრა: „გათხოვებთ ბილბორდს, რომელიც არ გვჭირდება იმის სარეკლამოდ, რომ ამიერიდან, ყველა მაკდონალდსში მხოლოდ მაკკაფეს ყავაა!“. განცხადებას უკვე მოყვა გამოხმაურება და მაკდონალდსის ბილბორდზე სარეკლამო სივრცე „ალტერსოქსმა“, „ბრედფილდმა“ და „ჩართემ“ დაიკავეს. შედეგად, აი, ასეთი გარე რეკლამა გამოვიდა. ნახეთ და შეაფასეთ.
[R]
















